1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემიამ“ ELECTUDE-ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

„თეგეტა აკადემიამ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო/სახელმწიფო კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება საავტომობილო სიმულაციური ციფრული სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ის გაცნობას დაეთმო,რომელიც სწავლების სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის. 

„თეგეტა აკადემიაში“ გამართული საინფორმაციო ხასიათის ღია კარის დღე მიზნად ისახავდა პროფესიული მასწავლებლებისთვის, კერძო და საჯარო კოლეჯებისა და, ზოგადად,საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ELECTUDE-ისშესაძლებლობების გაცნობას. დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, გაეგო, რას წარმოადგენს, რა მიზნით გამოიყენება, რა თეორიულ-ტექნიკურ ცოდნას იძლევა ციფრული სასწავლო პლატფორმა და რა შრომას გაუადვილებს ის პროფესიულ მასწავლებლებს, ლექტორებსა თუ სტუდენტებს.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემია“ ჰოლანდიური კომპანიის ELECTUDE-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. პლატფორმაზე მუშაობა „თეგეტა აკადემიამ“2021 წელს დაიწყო. სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი სირთულე იყო ენის ბარიერი, უცხოენოვანი ლიტერატურა. ეს პრობლემა მოვხსენით - მასალები ითარგმნა და პლატფორმაზე წარმოდგენილია 600-ზე მეტი მოდული, რაც საშუალებას იძლევა, რამდენიმე სრულყოფილი სასწავლო კურსი მთლიანად ქართულ ენაზე შეიქმნას. 

ელექტუდის“ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მნიშვნელოვნად ამარტივებს ავტოინდუსტრიის სფეროში ხანგრძლივ სასწავლო პროცესს. „ელექტუდის“ მონაწილეს პლატფორმა ტექსტური სახით აწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ აგრეგატის მუშაობის შესახებ, შემდეგ კი მას იქვე აქვს საშუალება,სხვადასხვა სიმულაციას მიმართოს და თვალსაჩინოდ აღიქვას მასალა. პლატფორმის უპირატესობაა ისიც, რომ ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, არ გიწევს მისი სხვადასხვა ვებგვერდზე შეგროვება, ლიტერატურის ძებნა. მეორე მხრივ, მასწავლებლებსა და ტრენერებს „ელექტუდი“სტუდენტის მიერ კონკრეტულ მოდულზე დახარჯული დროის მონიტორინგის, პროგრესის შეფასების, ტესტების ელექტრონულად გასწორების საშუალებას აძლევს. ეს ამარტივებს სასწავლო პროცესს, ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას და როგორც მასწავლებლებისთვის, ისე ტრენინგის მონაწილეებისთვის გაცილებით სასიამოვნოს ხდის სასწავლო პროცესს. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდეთ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შევთავაზოთ ეს პლატფორმა“.

ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დაინერგა და 3000-ზე მეტ მოდულს აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. მოდულები თემატიკისა და სირთულის მიხედვითაა დაყოფილი. პლატფორმა ავტომობილების აგებულებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლის საშუალებას მაღალი დონის ინტერაქციისა და სიმულაციების გზით იძლევა.  

„ელექტუდი“ შესაძლებელს ხდის, რომ სასწავლო მოდულები სტუდენტებისა და პროფესიული კოლეჯის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, გამოცდილებასა და სასწავლო მიზნებს მოერგოს. სტუდენტის ქვიზებისა და ტესტების შედეგები თუ მის მიერ მოდულზე დახარჯული დროის ხანგრძლივობა პლატფორმაზე ავტომატურად ინახება. „ელექტუდი“ლექტორებსა და მასწავლებლებსაც უმარტივებს საქმიანობას - მათ აღარ უხდებათ ქვიზებისა თუ ტესტების ფურცელზე გასწორება, რაც დროის დაზოგვისა და შეფასების პროცესის გამარტივების შესაძლებლობას ქმნის.

„ელექტუდის“ ყველა სასწავლო მოდული ვიზუალურად იოლად აღსაქმელია. მონაწილეებს შეუძლიათ, სიმულაციურად გაეცნონ ავტომობილის ამა თუ იმ აგრეგატის დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპს. პლატფორმა ახალ, გამარტივებულ შესაძლებლობებს აჩენს საავტომობილო სფეროში დასაქმებული პირებისთვის: მექანიკოსებისთვის, ავტო ასისტენტებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, მძღოლებისთვის და სხვა. 

-- 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...