1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

MAN Truck & Bus-ის საერთაშორისო აღიარება - კომპანიამ მდგრადობის რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოქროს მედალი მიიღო

გერმანულმა უმსხვილესმა საავტომობილო ბრენდმა MAN Truck & Bus-მა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - კომპანიამ EcoVadis-ის მდგრადობის რეიტინგში მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოქროს მედალი დაიმსახურა. MAN Truck & Bus-მა ყველაზე მაღალი ქულა გარემოს დაცვის კატეგორიაში მიიღო. 2023 წლის მონაცემებით, MAN-ის სატვირთო ავტომობილებში გამონაბოლქვის დონე 51.2%-ითაა შემცირებული.

EcoVadis-ის რეიტინგით, რომელიც კორპორაციული მდგრადობის რეიტინგების გლობალური სტანდარტია, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 125 000-ზე მეტი კომპანია შეფასდა. ოთხი ძირითადი მიმართულებიდან - გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, ეთიკა და მდგრადი შესყიდვები - MAN Truck & Bus-ს უმაღლესი ქულა (80) მდგრადობის ნაწილში მიენიჭა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მონაცემები ეთიკის მიმართულებით და ეს მაჩვენებელი 60-დან (2022 წელი) 70-მდე გაიზარდა. 2023 წლის მონაცემებით, კომპანიის შეფასება საერთო რეიტინგშიც გაუმჯობესდა და 73 ქულა მიენიჭა. ცნობისთვის, საქართველოში MAN-ს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს.

ალექსანდრე ვლასკამპი, MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ მდგრადობის სფეროში ჩვენი ძალისხმევა კიდევ ერთხელ საერთაშორისოდ აღიარეს. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო ჩვენთვის სტიმულია, სტანდარტები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, რათა ბაზარზე წარმატებულ ბრენდად დავრჩეთ და სულ უფრო მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხით“.

მდგრადი განვითარება MAN-ის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი საერთაშორისო ანგარიშშიც ჩანს, რომლის მიხედვითაც Lion's City E-მ  2024 წლის „მდგრადი ავტობუსის“ წოდება დაიმსახურა. ამასთანავე, Man რეგისტრირებული 780 ელექტრობუსით ევროპული ბაზრის ლიდერია. უნდა აღინიშნოს, რომ, წინა წლებთან შედარებით, MAN-ის ელექტრობუსების გაყიდვები სამჯერ გაიზარდა.

MAN Truck and Bus-ს სამოქმედო გეგმა მკაფიოდ აქვს განსაზღვრული და მიზნად ისახავს, 2050 წლისთვის სრულად ეკომეგობრულ წარმოებაზე გადავიდეს, რათა ბრენდის ტექნიკის მიერ გარემოს დაბინძურება ნულამდე დაიყვანოს. ამ მიზნის მისაღწევად გეგმავს, 2019 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ემისია 70%-ით შეამციროს. იმ დროისათვის MAN-ის სატვირთო მანქანებით, ავტობუსებითა და ფურგონებით დაფარულ თითო კილომეტრზე გამოყოფილი დაბინძურების მაჩვენებელი 28%-ით უნდა შემცირდეს.

როგორც კომერციული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი, MAN აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც გარემოზე ზრუნვის ნაწილში ეკისრება. სწორედ ამიტომ კომპანია ხუთ ძირითად მიმართულებაზე იქნება ფოკუსირებული: ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მდგრადი მიწოდების ჯაჭვი და ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები.

ემისიების შემცირების მიზნით, ბრენდი მანქანების ელექტრიფიკაციას გეგმავს. MAN ავითარებს და აწარმოებს ისეთ ელექტრულ სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებს, როგორებიცაა MAN eTGM და eLion's City E. ნახშირბადის შემცირების მიზნით, ასევე იკვლევს ისეთ ალტერნატიულ საწვავს, როგორიცაა წყალბადი და სინთეზური საწვავი.

რაც შეეხება მწვანე ტექნოლოგიებს, MAN ორიენტირებულია მათ განვითარებაზე, რისთვისაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში.

--

საქართველოში გერმანულ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს  სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...