1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აგრი“ - ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში

·         15 მარტს თეგეტას ახალი მიმართულების მედიაპრეზენტაცია გაიმართა

·         სტუმრებს აგრომიმართულების ტექნიკა წარუდგინეს

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Tegeta Construction Equipment-მა ბაზარს ახალი მიმართულება - „თეგეტა აგრი“ წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. „თეგეტა აგრის“ პრეზენტაცია მედიისთვის, პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისში 15 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ტექნიკა დაეთვალიერებინათ და ბრენდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

Tegeta Construction Equipment სპეცტექნიკის მიმართულებაში 2007 წლიდან ოპერირებს, მას შემდეგ კომპანია ძირითად აქცენტს საგზაო-სამშენებლო კომერციულ ტექნიკაზე აკეთებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება და შესაბამისი ასორტიმენტის გაზრდა აირჩიეს.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: „ეს იყო  მიმართულება, რომლის ათვისებაზეც ბევრს ვფიქრობდით, ვსწავლობდით ბაზარს, ვაკვირდებოდით, რამდენად ვითარდებოდა ქვეყანაში აგროსექტორი. ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო აგრომიმართულების მხარდაჭერას ცდილობს, შესაბამისად, მივიჩნიეთ, რომ შესვლა ამ სეგმენტში დროული იქნებოდა. ჩვენი მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების შეზღუდული რესურსის მაქსიმალური ათვისება, მაღალტექნოლოგიური ტექნიკით. კომპანიის ხედვა არა უბრალოდ აგროტექნიკის გაყიდვაა, არამედ გვსურს, სექტორს, ჩვენი სახით, საიმედო ბიზნესპარტნიორი შევთავაზოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ გადამწყვეტ როლს ითამაშებს რეგიონში მიმართულების განვითარებაში.

ბრენდებით, რომლებიც „თეგეტა აგრიში“ გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თეორიულად შეიძლება იყოს საქართველოში. მაღალტექნოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას წარვადგენთ სომხეთშიც. ჩვენი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერებსა და კომპანიებისთვის. მომწოდებლებთან, მწარმოებლებთან ერთად, ვმუშაობთ გადახდის მოქნილ, რეგიონზე მორგებულ პირობებზე“.

ღონისძიებაზე Tegeta Construction Equipment- ს Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერთიფიკატი გადაეცა.

კომპანია მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან გრძელვადიან და სრულფასოვან პარტნიორობაზეა ორიენტირებული. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტი ამ ეტაპზე ხუთი ბრენდისგან შედგება.  Fendt და Valtra გაერთიანებულია მსხვილ ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის კუთხით დღეს მსოფლიოს ლიდერია. „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტშია ჩეხური ბრენდი Zetor, რომელმაც თავისი საიმედოობით ფერმერებში დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.  კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდის Goldoni-ს ტექნიკასაც -  ძირითადად სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის სპეციალიზებულ საბაღე და სავენახე ტრაქტორებს.

ივან ნესტეროვი, AGCO Corporation-ის გაყიდვების მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპაში:მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი კომპანია, თეგეტას სახით, რომელიც ჩვენი ტექნიკის დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ეს არის პროფესიონალ გუნდი, რომელსაც ქართულ და რეგიონულ ბაზარზე წამყვანი ბრენდების წარდგენის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტექნიკ ფერმერების საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.  თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობით კი სოფლის მერნეობის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ“.

„თეგეტა აგრის“ უახლოესი გეგმები ბაზრის მინიმუმ 30%-იანი წილის ათვისებასა და  იმპლიმენტების/აგრეგატების ნუსხის გაფართოებას უკავშირდება.  კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული და საკუთარ მომხმარებელს ახალი ბრენდების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში.  კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო, სასაწყობე  და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...