„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
"ვოლვო ქარ საქართველომ“ 2022 წლის პირველ ნახევარში ახალი ავტომობილების რეალიზაციის 70%-იანი ზრდა აჩვენა. დეფიციტებისა და ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ მიმდინარე წელი წარმატებით დაიწყო.
ამ პერიოდში ყველაზე გაყიდვადი მოდელები ქროსოვერები იყო. პირველი ადგილი შვედური პრემიუმ ბრენდის საოჯახო ზომის SUV XC90-მა დაიკავა, რომელსაც რიგითობით საშუალო ზომის SUV XC60 და ქალაქის კომპაქტური SUV XC40 მოყვება.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „მოთხოვნა ყველა მოდელზე მაღალია, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქცენტი მაღალი გამავლობის მანქანებზე
იყო. სამწუხაროდ, ისევ გამოწვევად რჩება ნახევარგამტარების საკითხი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, გარკვეული დეფიციტი ავტომობილებზე
კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება, თუმცა ვითარება ეტაპობრივად უკეთესობისკენ იცვლება. მოლოდინები ოპტიმისტურია და სიტუაციის ცვლილების
შემდეგ უკვე ყველა მოდელი გვეყოლება: მაღალი გამავლობის სედანები, უნივერსალის ტიპის ავტომობილები, დატენვადი ჰიბრიდები და სრულად ელექტრომოდელები. ველოდებით ახალი მანქანების შემოსვლას და
წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებელს გაცილებით დიდ არჩევანს შევთავაზებთ“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდულ ავტომობილებში 50% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდიოდა, რაც “ვოლვო ქარ საქართველოსთვის” წინგადადგმული
ნაბიჯია ბრენდის მდგრადი მიზნებისკენ სწრაფვაში.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „დამუხტვად ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფაქტია, საქართველოც უახლოვდება და იზიარებს ბრენდის მდგრადი
განვითარების მიზნებს, რაც ნიშნავს, რომ2025 წლისთვის რეალიზებული ავტომობილების 50% ელექტრო, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდულ ძრავიანი უნდა იყოს“.
მომავალი წლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კომპანიის ახალი შოურუმიც იქნება. პროცესიუკვე დაწყებულია, მშენებლობა სრულად ვოლვოს სტანდარტებით მიმდინარეობს.
ახალი სივრცე საექსპოზიციო ნაწილთან ერთად, შვედური ბრენდის ავტომობილებისათვის საჭირო სრულ სერვისსაც გააერთიანებს.
ახალი შოურუმის დასრულებამდე, უსაფრთხოებით გამორჩეული, ვოლვოს სკანდინავიური სტილის ავტომობილები შეგიძლიათ თბილისში,
აღმაშენებლის ხეივანში მდებარე POP UP შოურუმში დაათვალიეროთ. ჩაეწეროთ ტესტდრაივზე და შვედური ბრენდის მანქანის შესაძლებლობები პირადად გამოსცადოთ.
მარაგში არსებული სრული სამოდელო რიგის ნახვაა შესაძლებელი კომპანიის ციფრულ მაღაზიაშიც. მომხმარებელს შუძლია "ვოლვო ქარ საქართველოს“
ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელისაკუთარი გემოვნებით ააწყოს,
რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია.
კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები