„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ბინზესების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკი Cashback-ის პროგრამის ახალ ტალღას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ მიკრო, მცირე და საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის და Cashback-ის სახით ანგარიშზე დაიბრუნონ მოთხოვნილი თანხის მაქსიმუმ 15% .
პროექტის მიზანია, ქართული ბიზნესისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვა.
პროგრამაში ჩართვა და შესაბამისად, Cash back-ით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგი მიზნობრიობით:
· ძირითადი საშუალებების შეძენა;
· საწარმოს მშენებლობა/გადაიარაღება,
· ენერგო კრედიტისთვის და ა.შ.
აღსაღნიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება „მწვანე ბიზნესს“. მათ, რომლებიც დაფინანსებას მიმართავენ პროდუქტის წარმოებისას ნაკლები ელექტროენერგიის ხარჯვისკენ ან უკვე არსებული ენერგიით შეძლებენ აწარმოონ მეტი პროდუქტი. ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი ძველი დანადგარის ახლით ჩანაცვლებით ბიზნესი შეძლებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ექსპერტთა მხარდაჭერა, რაც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეულ სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს. აღსაღნიშნავია, რომ Cashback-ის მიღების პარალელურად, შესაძლებელია ბიზნესმა ისარგებლოს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებით.
„მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ბიზნესების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის ახალ ეტაპს ვახორციელებთ რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას და შედეგად, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა თუ მომსახურების შექმნას ქართულ კომპანიებში. პროექტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესს შეუძლია მიიღოს დაფინანსება ინვესტირების განსახორციელებლად, შეიძინოს ახალი დანადგარები, მოაწყოს, გაარემონტოს ან ააშენოს საწარმო ან სასაწყობე შენობები, გააუმჯობესოს პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. რაც მთავარია, Cashback-ის სახით უკან დაიბრუნოს პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის 10%-15%. ვფიქრობთ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის, რათა გაძლიერდეს, გაზარდოს წარმოება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია რომ EU4Business-EBRD-ის საინვესტიციო ფინანსურ რესურსზე Cashback–ი გაიცემა ევროში. რაც შეეხება დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, ის 50 000-ლარიდან 3 000 000 ევრომდე თანხას (ეკვ. ლარში / ევროში / აშშ დოლარში) შეადგენს. დაფინანსების ოდენობა არის ინდივიდუალური და განისაზღვრება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით.
დეტალური ინფორმაცია, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3cqdioY
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები