„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“, Groupauto Caucasus-თან ერთად, უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ Groupauto International-თან ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენციას მართავს. ბიზნესკონფერენციას საქართველოში ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ეწვია. მათ შორის სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში Groupauto International-ის დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.
Groupauto Caucasus-ის 2022 წლის კონფერენციის მონაწილეები ავტოინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს განიხილავენ და პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბიზნესშესაძლებლობებზე მსჯელობენ.
„მოხარული ვართ, რომ პანდემიის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა, კვლავ გვემასპინძლა Groupauto Caucasus-ის კონფერენციისათვის. თეგეტა, როგორც ლიდერი კომპანია, 27 წელია, რაც რეგიონში ავტოინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნავს. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ამაში კიდევ უფრო დაგვეხმარება და მოგვცემს საშუალებას, მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გავამყაროთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მსგავს შეხვედრებს უმასპინძლოს, რაც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ავტოინდუსტრიის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო წარმოჩენას“, – დიმიტრი გოზალიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.
„ბედნიერი ვარ საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში ყოფნით, სადაც ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი თეგეტაა. ჩვენ გვსურს აქ ბიზნესის გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის კონფერენციას თეგეტასთან და ბრენდების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვესწრები. მჯერა ამ ბაზრის განვითარების და ჩვენი ბიზნესმოდელის. მუდმივად ვუჭერთ მხარს თეგეტასა და ჩვენი წევრების განვითარებას დიგიტალიზაციისა და მწვანე გამოწვევების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ავტოინდუსტრიის ბაზრის ცვლილებაზეც, რადგან ელექტრიფიცირების პირობებში ეს გარდაუვალია. თეგეტასთან გვაქვს კონკრეტული მოვალეობები, შეიქმნა ახალი კომერციული პროდუქტები და ტრენინგები და გვინდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ვამაყობ, რომ თეგეტა ჩვენი ბიზნესის ნაწილია“, - ჰოლგერ ჰელმიხი, Groupauto International-ის დირექტორი.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა „თეგეტას“ სათაო ოფისი, შოურუმი და სერვისცენტრიც დაათვალიერეს.
Groupauto International ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს უზრუნველყოფს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში. Groupauto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვისცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, Mobil, ZF, Continental, Philips, Osram, Exide, Clarios და სხვა. Groupauto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება.
„თეგეტა ჰოლდინგი“ 2012 წლიდან რეგიონში Groupauto International-ის წარმომადგენლის, Groupauto Caucasus-ის წევრია. Groupauto Caucasus-ის მთავარი მიზანია, დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს სერვისის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები