„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“, ნეო უნივერსიტეტ „სქილვილთან“ და საქველმოქმედო ფონდ „ჩართესთან“ ერთად, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები.
„თეგეტა ჰოლდინგი“ საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარ 10 გოგონას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და პროგრამირების 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს. გოგონებს საშუალება ექნებათ, ორ სხვადასხვა მიმართულებას შორის თავად აირჩიონ სასურველი კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ კი სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტას“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.
ახალი ერთობლივი პროექტის შესახებ „სქილვილის“ მიერ გამართულ დასაქმების ფორუმზე დაანონსდა, რომელიც სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. ღონისძიებას კერძო, სახელმწიფო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, სადაც ქალებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად ბარიერების გადალახვა უხდებათ. ამ სტერეოტიპის დასაძლევად და იმის დასამტკიცებლად, რომ გოგონების ადგილი ტექშია, ახალი პროექტი დავიწყეთ. „თეგეტა ჰოლდინგი“, „სქილვილთან“ ერთად, მომდევნო 7 თვის განმავლობაში სწავლას დაუფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ 10 გოგონას, რომლებსაც სურთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში რეალიზება, აინტერესებთ პროგრამირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, ციფრული პროექტების ტესტირება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით „თეგეტას“ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენადაც კომპანიაში მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე“.
პროექტის „თეგეტა გოგონების ციფრული მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები 10 ახალგაზრდა გოგონა „თეგეტას“ მხარდაჭერით „სქილვილში“ ციფრულ პროფესიებს დაეუფლება და მაღალანაზღაურებად სფეროებში შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. „სქილვილი“ ყველაზე მასშტაბური ნეო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც 2018 წლიდანაა განათლების სფეროში ჩართული და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს.
ლანა ჩხარტიშვილი, „სქილვილ საქართველოს“ დირექტორი: „სქილვილი“, როგორც ინოვაციებზე მორგებული ონლაინ ნეო უნივერსიტეტი, მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების ტექნოლოგიური და ციფრული მიმართულებით განათლებაში ჩართვაზე. ამ მიზნით ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი და თანამოაზრე ამ საქმეში ისეთი მსხვილი კომპანიაა, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“. ძალიან საამაყოა, რომ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტ გოგონას მივცემთ შესაძლებლობას, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურებში“.
საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ლეპტოპებითა და ინტერნეტით. ეს შესაძლებლობა მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომავლის ციფრული პროფესიების ონლაინ დაუფლებაშიც დაეხმარება. ფონდი თავისი ბენეფიციარებიდან ახალი პროექტისთვის მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, კითხვარისა და გასაუბრებების საფუძველზე, ციფრული პროფესიებით დაინტერესებულ გოგონებს შეარჩევს. სწავლა 19 აპრილს დაიწყება.
ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
ცნობისთვის, „ჩართე" საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. პლატფორმა 100%-ით გამჭვირვალეა და ვებგვერდზე აღრიცხულია თითოეული ხარჯი, მოსწავლე, დონორი, რეგიონი და გუნდის თითოეული წევრი.
__
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები