SABA Reader - განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
|
თიბისიმ ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 22 თებერვალს გაიმართა. თიბისის ESG აკადემია Green for Growth Fund (GGF) -ისა და The European Fund for Southeast Europe (EFSE) მხარდაჭერით შეიქმნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა საქართველოსთვის. პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა, GGF-ის ტექნიკური მხარდაჭერის და EFSE-ს განვითარების პროგრამების უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ივანე ლექვთაძე, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის Global Shield Solutions პლატფორმის თანათავმჯდომარე კარსტენ ლოფლერი და თიბისის რისკების დირექტორი ნინო მასურაშვილი.
პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს მწვანე დაფინანსების მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებზე, თიბისის როლზე მწვანე დაფინანსების ხელშეწყობაში, ცოდნის ჩამოყალიბებასა და საქართველოში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
ESG აკადემიის დაარსებით, თიბისი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება და გააღრმავოს ცოდნა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებზე. მათ შორისაა ისეთი თემები, როგორებიცაა მრავალფეროვნება, ადამიანური რესურსების პოზიტიური პოლიტიკა, მდგრადი ბიზნეს მოდელები, კლიმატური რისკები და თიბისის მხრიდან მწვანე დაფინანსებების შესაძლებლობები.
ESG აკადემია არის პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ თიბისის თანამშრომლებს, არამედ მის მომხმარებლებს აძლევს ცოდნის მიღებისა და გაღრმავების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ახლადდაარსებული ESG აკადემიის გარდა, თიბისიში უკვე ფუნქციონირებს IT აკადემიისა და რისკების აკადემიის კურსები.
თიბისის, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუციას საქართველოში, გრძელვადიანი, მდგრადი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ხელმძღვანელობს მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.
„თიბისის აქვს ამბიცია, იყოს სამაგალითო კომპანია ქვეყანასა და რეგიონში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა მოტივირებული გუნდი, რომლებიც სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ და რომლებსაც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და საზოგადოებასთან. TBC აფინანსებს მდგრად ბიზნესებს, რითაც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას და არ თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ გარემოსა და სოციუმზე. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მდგრადობის იდეას ჩვენს ორგანიზაციაში და მის ფარგლებს გარეთ.“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
2021 წლიდან თიბისი გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) მიზნებსა და ინიციატივებს იყენებს თავის ESG სტრატეგიაში. კომპანიისთვის ღირებულია ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ESG მართვის სტრუქტურა დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე; აქცენტი მდგრად დაფინანსებაზე, სერვისებსა და პროდუქტებზე; თანამშრომლებს შორის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა, შედეგების გაზომვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის 22 თებერვალს, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებმა თიბისის გუნდისა და მენეჯმენტისთვის სემინარი ჩაატარეს. აღნიშნული სემინარი იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) და კლიმატური სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის დაწესებულება (CASF). პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ამ საკითხით დაინტერესება.
სემინარი ფოკუსირებული იყო კარგი მმართველობის, კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების ზედამხედველობისა და მართვის, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე. სემინარსა და სამუშაო სესიებზე აქცენტი გაკეთდა თიბისიში გარემოს დაცვითი სტრატეგიის განვითარების ერთწლიანი პროექტის ძირითად მიგნებებზე და მენეჯმენტს წარედგინა სტრატეგიის განხორციელების მკაფიო პერსპექტივა.
###
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები