1 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ და ფარმადეპომ ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს

თიბისიმ და ფარმადეპომ, ექსკლუზიური, სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს 2022 წლის 12 დეკემბერს. პარტნიორობის ფარგლებში, თიბისისა და ფარმადეპოს მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებით და აქციებით ისარგებლებენ.

 

თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს ერთი მხრივ წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და ყველაზე დიდი დაფარვის მქონე სააფთიაქო ქსელს. პარტნიორობის მიზანი თიბისის საბანკო სერვისების ნაკრების მფლობელებისა და ფარმადეპოს მომხმარებლების ლოიალობის გაზრდაა.

 

ფასდაკლების მიღებისა და გამოყენების წესები მარტივია: პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის საბანკო სერვისების ნაკრების მფლობელებს ყოველი თვის დასაწყისში გაეგზავნებათ უნიკალური პრომო კოდ(ებ)ი SMS შეტყობინების სახით. მომხმარებელი ფარმადეპოში  წარადგენს თიბისის SMS შეტყობინებით მიღებულ კოდს, რის შემდეგაც მოხდება ნაკრების ტიპის მიხედვით შესაბამისი შეთავაზების გააქტიურება.

 

ფარმადეპოს შეთავაზებები თიბისის საბანკო სერვისების ნაკრების ტიპის მიხედვით:

 

1.     2 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის

 

·         3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15 %-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%.

 

2.     5 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის 

 

·         3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15 %-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%.

·         თავის მოვლის საშუალებებიდან 3 ნებისმიერ პროდუქტზე 30% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან: ვიში, ავენი, ლავერა, ლა კუღ ბოტე, ალკმენე, დიპლონა, ნუმის მედი, ვანდინი, ნოუთი.

 

3.     10 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის

·         3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15%-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%.

·         თავის მოვლის საშუალებებიდან 3 ნებისმიერ პროდუქტზე 30% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან: ვიში, ავენი, ლავერა, ლა კუღ ბოტე, ალკმენე, დიპლონა, ნუმის მედი, ვანდინი, ნოუთი

·         ბავშვის მოვლის და კვების (რძის გარდა) 3 ნებისმიერ პროდუქტზე 25% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან - ტოპიკრემი, სანოსანი, სეპტონა, როიალ კომფორტი, ტენერა, პილო, ნუტრიბენი, სემპერი. საახალწლოდ, 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 35%.

 

ფასდაკლების პრომო კოდი არის ერთჯერადი და მოქმედებს შეტყობინების მიღებიდან მიმდინარე თვის ბოლომდე. ნაკრების ახალი მომხმარებლები  პრომო კოდს მიიღებენ ნაკრების გამოწერიდან მომდევნო თვის დასაწყისში.

თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კეთილდღეობაზე. ფარმადეპოსთან დიდი პარტნიორობისა და ფასდაკლების კამპანიის დასაწყისი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის ნაკრების მფლობელები შეძლებენ, გაიმარტივონ ყოველდღიურობა სხვადასხვა შეთავაზების მეშვეობით.

კამპანია გრძელდება 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...