„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
კრემლის სიმბოლიკა და ასო „Z“ - აღნიშნული პლაკატები ერევნის ცენტრში შენობებზე გააკრეს. პლაკატის ავტორები ოთხი სუვერენული ტერიტორიების ანექსიას აანონსებენ. სიაში უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გვერდით საქართველოც მოხვდა. ამის შესახებ უკრაინული მედია 5.ua წერს და თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ პლაკატების ავტორების მიერ ოკუპირებული ყირიმის გარდა, რუსეთის ტერიტორიადაა ასევე მოხსენიებული დონეცკი, ლუგანსკი, მარიუპოლი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ტირასპოლი (დნესტრისპირეთი), ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი).
როგორც პუბლიკაციის ავტორი წერს, ყველა ეს ტერიტორია ან უკვე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ან ემუქრება ოკუპაცია და შემდგომი ანექსია იქ ვითომდა ჩაგრული ეთნიკური უმცირესობების დაცვის საბაბით. გარდა ამისა საუბარია „რეფერენდუმზე“. როგორც ვკითხულობთ, რუსეთი ყველა ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე ამზადებს ნიადაგს, რათა მათი ანექსირების მიზნით, ყალბი რეფერენდუმები ჩაატაროს. ამ არგუმენტის განსამტკიცებლად ავტორი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას იხსენებს: ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება დიდი და ძლიერი. ისევ იქნება საბჭოთა კავშირი და არავინ არსად წავა.
5.ua-ს ინფორმაციით, პროპაგანდისტულმა „სპეცოპერაციამ“, რომელიც ერევანში კრემლის მიმდევრებმა ჩაატარეს, ნათლად აჩვენა, უკრაინის გარდა რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების გზით და აქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნებია: მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.
სტატიაში ოთხივე ქვეყნის შემთხვევაში ქრონოლოგიურად არის განხილული ის განცხადებები, რაც რუსეთისა და თავად აღნიშნული ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
მოლდოვას შემთხვევაში არაერთ განცხადებასთან ერთად აღნიშნული იყო რუსეთის ფედერაციის მე-14 არმიის შტაბის ყოფილი ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკოლაი ლიზუნოვას სიტყვები, რომ „ტირასპოლი არის რუსეთი“.
რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაშიც არაერთი ოფიციალური პირის განცხადება არის განხილული ქრონოლოგიის მიხედვით, თუმცა ავტორი, უპირველეს ყოვლისა, „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის სიტყვებს იხსენებს: სამხრეთ ოსეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია, 4000-მდე რუსი ჯარისკაცი აკონტროლებს. მარტში ამ ქვედანაყოფების ნაწილი მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში. ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ნაცისტებს ბოლო მოუღონ.
აზერბაიჯანთან დაკავშირებით სტატიაში ვკითხულობთ: ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები სავარაუდოდ, იმყოფებიან სომხური ეროვნული უმცირესობის „დასაცავად“, რომლის ლიდერები თავს წარმოადგენენ არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის არცახის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებად. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, კრემლის დიქტატორისთვის მიწერილ ღია წერილში, ამ ფსევდორესპუბლიკის „პრეზიდენტი“ არაიიკ არუტუნიანი ნოსტალგიით იხსენებდა: „საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში {მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნე მეორე ათწლეულის ბოლომდე} ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეს იყო ყარაბაღისთვის მშვიდობის, შენების ხანგრძლივი პერიოდი...“.
ბოლოს კი ავტორი ყაზახეთზე წერს და „ედინაია როსიას“ ფრაქციის ხელმძღვანელის და ხაკასიის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ შტიგაშევის ციტატას იხსენებს, რომელიც ამბობდა:
„აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონი ან რუდნი ალტაი, ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა... ჯამში ჩვენ ყაზახეთს ხუთი რეგიონი გადავეცით“. მან დაამატა: „მოულოდნელად ხალხს უჩნდება ქვეყნის გაერთიანების სურვილი... ხალხის ლტოლვა რაღაც გამაერთიანებელი მოძრაობისკენ რჩება. და ეს ფაქტია. ახლა ყაზახეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა: 80% არის გაერთიანების მომხრე“.
ვრცლად:უკრაინული მედია: ერევნის ცენტრში გაკრული საოკუპაციო პლაკატები ერევნის სპეცოპერაციაა საქართველოს, მოლდოვის, ყაზახეთისა და უკრაინის წინააღმდეგწყარო:5.ua
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები