1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი მატების და გარკვეული შეზღუდვების შემოღების მიუხედავად, აგვისტოში ეკონომიკის ზრდა კვლავ მაღალი - 10.3% იყო. აქტივობამ 2019 წლის დონესაც 4.5%-ით გადააჭარბა. უკვე მესამე თვეა, რაც წლიურ ჭრილში ფისკალურ კომპონენტს ზრდაზე უარყოფითი გავლენა აქვს, თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა იმაზე დიდია, ვიდრე ფისკალური ეფექტის სრული კომპენსაციისთვისაა საჭირო.

 

ექსპორტის ზრდა შენელდა. ამასთან, გზავნილები, დაკრედიტება და იმპორტი გაძლიერდა, რაც შიდა მოთხოვნის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს. სექტორების მხრივ, წინა თვის მსგავსად, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და მშენებლობის გარდა, ყველა სხვა ინდუსტრიაში გაზრდილი აქტივობა დაფიქსირდა. 2021 სრული წლის პროგნოზის მხრივ, აგვისტოს ზრდა მცირედით მეტი იყო, ვიდრე ეს თიბისი კაპიტალის 10.5%-იანი სცენარითაა გათვალისწინებული.

 

ადგილობრივი და უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება აგვისტოში კიდევ გაიზარდა და მორიგი რეკორდულად მაღალი - 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე მომდევნო წელს აშშ დოლარის განაკვეთის მატებაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, აშშ დოლარის ადგილობრივი განაკვეთები არსებულ დაბალ დონეზე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, შემდგომი კლებაც კი არაა გამორიცხული. ამის მიზეზებია: საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის კვლავ ჭარბი ლიკვიდობა; გრძელვადიან პერიოდში ვალუტაში განაკვეთების სტრუქტურული კლება, რასაც სუსტი კავშირი ჰქონდა საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დინამიკასთან და ასევე, ლარიზაციის მოსალოდნელი ზრდა.

 

ოთხშაბათს, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. მართალია დაკრედიტების ზრდა მაღალია, თუმცა ასევე გათვალისწინებული იქნა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და მაღალი ინფლაცია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო წლებში სესხების ზრდა მისი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ტენდენციასთან ახლოს იქნება, რაც მშპ-ის ნომინალურ მატებაზე რამდენიმე პროცენტული პუნქტით მეტია. ეს მოლოდინი ითვალისწინებს ეკონომიკის რეალური ზრდის დაახლოებით - 5.5%-მდე და ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ნორმალიზებას.

 

ხუთშაბათს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც, როგორც ჩანს, არჩევნების შემგომ გაუფასურების მოლოდინებისა და გამყარებულ დოლართან დაკავშირებული სენტიმენტების შედეგია. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი დადებითია და ლარიდან ვალუტაში კონვერტაციებიდან გამომდინარე ლარის კურსზე ზეწოლა დიდწილად მატერიალიზირებულია.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 4 ოქტომბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_04-10-2021_GEO.pdf

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...