1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გამოწვევა დასაქმების მსურველთათვის - დაიწყე კარიერა თეგეტაში და შეაბიჯე ავტოინდუსტრიაში

„აკადემიაში ავტომობილთან დაკავშირებით იმდენი და ისეთი ინფორმაცია მივიღე, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა თუ ამდენი რამ ჰქონდა მაქანას. მანქანა სულ რომ არ გყვარებოდა, მოგეწონეოდა, ისე შთამბეჭდავად და ამომწურავად გვიხსნიდნენ ყველაფერს. ცამეტმა სტუდენტმა დავამთავრეთ და ცამეტივემ დავიწყეთ მუშაობა." - ზაზა ძირკვაძე, თეგეტა აკადემიას კურს დამთავრებული

„თეგეტა ჰოლდინგი" შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან" ერთად სამსახურის მაძიებლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს. სრულიად ახალი საქმიანობის შესწავლას სრულიად უსასყიდლოდ და რაც მთავარია, დასაქმების პერსპექტივით. „დაიწყე კარიერა თეგეტაში" - გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს. აკადემიაში თვენახევრიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკანტების მომავალი რადიკალურად იცვლება - ისინი ეუფლებიან ახალ პროფესიას, გადიან ანაზღაურებად სტაჟირებას და საქმდებიან თეგეტა ჰოლდინგში. კომპანიას აქვს ამბიცია, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ კამპანიას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.


„საწყის საფეხურზე, აკადემიაში სწავლისას აპლიკანტებს საუკეთესო სასწავლო პროგრამები და ტრენინგები დახვდებათ, როგორც ტექნიკური, საავტომობილო კუთხით, ასევე ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით. დასაქმების პროექტის მიხედვით სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კურსადმთავრებულები დასაქმდებიან თეგეტა მოტორსის გაყიდვების ობიექტებსა და სერვის ცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. განცხადების გაკეთება შეუძლია, როგორც სტუდენტს, ისე სამსახურის ნებისმიერ მაძიებელს. ასე რომ ველოდებით მუსრველებს თეგეტაში, - ამბობს „თეგეტა აკადემიის" დირექტორი და „თეგეტა მოტორსის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ბერუაშვილი.


პროექტის შედეგად თეგეტაში კარიერა უკვე უამრავმა ახალგაზრდამ დაიწყო. ზაზა ძირკვაძე წლების წინ უმუშევარი იყო. ინტერნეტით ვაკანსიების ძიებისას სრულიად შემთხვევით თეგეტა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კურსს გადააწყდა და დაინტერესდა. თვენახევარი მსუბუქი ავტომობილების აგებულებას სწავლობდა. კურსის დასრულებისთანავე კი თეგეტას თანამშრომელი გახდა.
„ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა სწავლა. ავტომობილთან დაკავშირებით იმდენი და ისეთი ინფორმაცია მივიღე, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა თუ ამდენი რამ ჰქონდა მაქანას. მანქანა სულ რომ არ გყვარებოდა, მოგეწონეოდა, ისე შთამბეჭდავად და ამომწურავად გვიხსნიდნენ ყველაფერს. ცამეტმა სტუდენტმა დავამთავრეთ და ცამეტივემ დავიწყეთ მუშაობა. მაშინ მსუბუქი ავტომობილების სერვისში დავსაქმდი - სერვისის აღრიცხვის ოპერატორად."
თეგეტა ყველა თანამშრომელს წინსვლის შესაძლებლობას თანაბრად აძლევს. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თითოეული დასაქმებულის კარიერულ განვითარებას და სწორედ ამიტომ თანამშრომლების დიდი ნაწილი დღეს უკვე რამდენიმე საფეხურით არის დაწინაურებული, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება.
„მსუბუქი ავტომობილების სერვისში მუშაობისას შემომთავაზეს სატვირთო ავტომობილებში მომესინჯა ძალები, იქ რადიკალურად განსხვავებული მიმართულება და განსხვავებული სტილის მუშაობა იყო საჭირო. ესეც ვისწავლე და ძალიან მომეწონა, სატვირთო მანქანები ჩემთან უფრო ახლოს აღმოჩნდა. თეგეტა მოტორსის სატვირთო ავტომობილების მიმართულება ახლა დამოუკიდებელ შვილობილ კომპანიად იქცა და მეც, შესაბამისად, გადმოვედი „თრაქ ენდ ბასში", სადაც დავწინაურდი და დღეს ჩემი პოზიცია კორპორატიული მომსახურების ოფიცერია, რაც გულისხმობს კერძო და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობას. დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება წინ და წინ წავიწიო. ჩვენი კომპანია გვაძლევს ამის საშუალებს."
თეგეტა მოტორსი განაგრძობს ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას და ავტოინდუსტრიაში სამუშაოს დაწყების მსურველებს კვლავ ეძებს
„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთის, ვინც სამსახურს ეძებს. თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს თეგეტა საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს, - ამბობს „თეგეტა მოტორსის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნათიკა ბერძული.

პროექტის შესახებ: "თეგეტა მოტორისი" შვილობილ კომპანისთან "თეგეტა აკადემისთან ერთად განაგრძობს კაპანიას "დაიწყე კარიერა თეგეტაში" , რომელიც ამჯერად ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს დაფარავს. მსურველები ამ სამი დიდი ქალაქიდან თვენახევრიან თეორიულ კურსს გაივლიან, შემდეგი ეტაპი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რის შემდეგაც კურსდამთავრებულები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში გარანტირებულად საქმდებიან. სასწავლო კურსი უფასოა. სწავლების პროცესი ბათუმის თეგეტა აკადემიაში წარიმართება. კომპანია ამ შემთხვევაშიც ითვალისწინებს აპლიკანტების ინტერესებს და მათ ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს თავის თავზე იღებს.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწავლის დაწყების თარიღი 20 სექტემბერია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...