1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„გალტ ენდ თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება

„გალტ ენდ თაგარტი" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში" ერთვება.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას საქართველოში „გალტ ენდ თაგარტთან" ერთად BDO ხელმძღვანელობს.

18 თვიანი პროექტის პირველი ეტაპიქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევას და იმ არსებული ბარიერების დადგენასგულისხმობს, რომლებიცკომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს.

პროექტის მეორე ეტაპი კი,პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კომპანიებს ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების ათვისებაში, იქნება ეს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის სასესხო ვალდებულება, თუ კაპიტალი.

მონაწილე კომპანიები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი და საბოლოოდ, ეფექტურად გამოიყენონ ქართული კაპიტალის ბაზრები. ამასთან, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის, მათ შორის დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფარად.

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ამ უპრეცენდენტო პროექტში „გალტ ენდ თაგარტისა" და BDO საქართველოს ხელმძღვანელობით. "გალტ ენდ თაგარტი" უკვე წლებია, ჩართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერა კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კაპიტალის ბაზრის, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ ადგილობრივ კომპანიას შეუწყობს ხელს საქმიანობის განვითარებაში, რის შედეგადაც ქართულ კაპიტალის ბაზრებს უფრო მეტი აქტიური მოთამაშე ეყოლება", - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის" მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

პროექტში მონაწილეობის მსურველი ქართული კომპანიებიგანაცხადების ონლაინ დარეგსტრირებას ოქტომბრიდან, აღნიშნულივებგვერდის დახმარებით შეძლებენ: https://cms.org.ge/

შერჩევაობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული რეგულაციებისა და ინვესტორების პრეფერენციების შესაბამისადმოხდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...