1 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული სტარტაპის მოზიდული ინვესტიცია - TTM-ის წილი ლატვიურმა კომპანიამ შეიძინა

ლატვიაში დაფუძნებულმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპის - Total Traffic Management-ის (TTM) სააქციო წილი შეიძინა.

Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლებს TTM-ის საქმიანობის გაცნობის საშუალება Pitch Day-ის ღონისძიებაზე ჰქონდათ, რომელიც თბილისის მერიისა და „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის" (AXEL) ორგანიზებით გაიმართა.

ქართულ სტარტაპს - TTM-ს - შექმნილი აქვს ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ე.წ. ჭკვიანი მოწყობილობა - ISA (Intelligent Speed Assistant), რომელიც GPS მოწყობილობასთან ერთად, ავტომობილის სიჩქარეს რეალურ დროში, გზის მოცემულ მონაკვეთზე არსებული სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით ამცირებს. ISA აჩქარების პედალზე მაგრდება და თავსებადია თითქმის ყველა ტიპის ავტობომილთან, მათ შორის, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებთან.

„საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესსექტორის მხარდაჭერა და ინტენსიური კავშირების დამყარება ევროპულ კომპანიებთან თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომაც, 23-24 ივნისს თბილისის მერიის და აქსელი-ს ორგანიზებით, ორდღიანი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც საშუალება მოგვცა, თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობები წარმატებით წარგვედგინა და ბალტიის ქვეყნებიდან „ანგელოზი ინვესტორების ქსელების" წარმომადგენლებისთვის წამყვანი სტარტაპ ეკოსისტემა გაგვეცნო. ჩვენი პირველი შედეგები შთამბეჭდავია და მეტად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან, ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე სტარტაპთან მიმდინარეობს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

TTM-ის მიერ მოზიდულ ინვესტიციას აქსელი-ს დამფუძნებლებიც წარმატებულად აფასებენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის" შესაძლებლობებს - აღმოაჩინონ ადრეული ეტაპის საუკეთესო სტარტაპები და ისინი შესაბამის ინვესტორებთან დააკავშირონ.

Baltic Tech Ventures-ის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ ზოლოტარევი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, ავტომობილების გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

„Baltic Tech Ventures აღტაცებულია TTM-ში ინვესტირების შესაძლებლობით. ქართული სტარტაპის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდით, აქსელის და თბილისის მერიის ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვიზიარებთ TTM-ის ხედვას - „მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების გარეშე". სრულიად ვართ დარწმუნებული TTM-ის გუნდის შესაძლებლობებში და გვჯერა რომ, ისინი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, საავტომობილო გადაადგილებას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიან", - აღნიშნავს ჯინ ზოლოტარევი.

გარდა ამისა, Baltic Tech Ventures-მა დააზღვია სავალუტო ოფციონები, რათა მომავალში TTM-ის დამატებითი აქციებიც შეისყიდოს.

უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესბული არიან სტარტაპებით და ინვესტირებას ახორციელებენ ახლადშექმნილ ტექნოლოგიებში, თბილისმა 23-24 ივნისს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ინვესტორებს საშუალება ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადგილობრივი სტარტაპ კომპანიების წარმომადგენლებს, მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მოესმინათ და დედაქალაქში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემას გაცნობოდნებ. თბილისში LitBAN/the Lithuanian Business Angel Network; LatBAN/the Latvian Business Angel Network; EstBAN/the Estonian Business Angels Network და Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის მერია და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელი", ხოლო პარტნიორი თიბისი ბიზნესი იყო.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...