1 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სტერეოტიპების ნგრევაში - 4 ქალს მამაკაცების სამყაროში თეგეტა შეუძღვება

„ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეოტიპები და შედგა ფეხი კაცების სამყაროში"-ამბობს ნათია ბერაშვილი

ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა ქალმა, უკვე დაიწყო. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა:
- პირველი, ვერ გაუძლო ექსკლუზიურობის ცდუნებას, რომ გამხდარიყო ქვეყანაში პირველი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი ქალი
- და მეორე, ეპოვნა და გაეზიარებინა საერთო ინტერესი, ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლ მამასთან, რომელთანაც ახლა უკვე სატვირთო ავტომობილის აგებულების მექანიზმებსა თუ ნაწილებზე თამამად შეუძლია საუბარი

სტერეოტიპების ნგრევაში, ნათიას კიდევ 3 ქალი შეურეთდა და უკვე 2 ივნისიდან ერთად „თეგეტა აკადემიის" სტუდენტები არიან. პირველი თვენახევარი თეორიულ სწავლებას დაეთმო. ჯგუფში, სადაც გამონაკლისის გარეშე მხოლოდ მამაკაცებს ნახავდით, ამჯერად 16 მონაწილიდან 4 ქალია და ყველა ერთად „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიან ტრენინგს" ესწრება.

პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში" ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - „მოძრაობა ცვლილებებისთვის" ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში, "თეგეტა აკადემიამ" მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება გადაწყვიტა. თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ახლა სამთვიანი პრაქტიკული სწავლების დროა - ყველა ეტაპის წარმატებით დასრულება კიოთხივე მონაწილე ქალს„თეგეტათრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდების შანსს მისცემს.

„არჩევანის გაკეთებისას ჩემზე კომპანიის სახელმა და პრესტიჟმა იმოქმედა. საერთოდ ვერ ვერკვეოდი ავტომობილის კონსტრუქციულ აგებულებაში და მუშაობის პრინციპში. აქ რომ მოვდიოდი, მოლოდინი მქონდა, რომ კურსის ბოლოს ეს ახალი ცოდნა მექნებოდა. მოლოდინი გამართლდა. მეგონა, რომ პროგრამა ბევრად რთული იქნებოდა დასაძლევად, მაგრამ „თეგეტა აკადემიის" სწავლების მიდგომამ მომცაშესაძლებლობა, რომ მასალა ადვილად ამეთვისებინა" - სალომე ჩხვიმიანი, ტრენინგის მონაწილე

22 წლის სალომეს მსგავსად ტრენინგში მონაწილე არცერთ ქალს წარსულში ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. სფეროს სიუცხოვის მიუხედავად,მათ პროექტში ჩართულობის პირველივე ეტაპზე ამ პროფესიის დაუფლების ძალიან დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს.

„მუდმივად ძიებაში ვიყავი. მინდოდა მეპოვნა პროფესია, რომელშიც თავს კარგად ვიგრძნობდი, ვიტყოდი, რომ ჩემია. ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არა ეს კურსი, რომ სატვირთო მანქანის მექანიკოსობას ვისწავლიდი - ვერ ვიფიქრებდი, ვერ გავბედავდი ამ პროფესიის არჩევას, რომ არა „თეგეტა აკადემია". არადა ტექნიკური საგნები, ზოგადად მექანიკა, ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა" - ამბობს ნონა წიკლაური, პროექტის მონაწილე

„თეგეტა აკადემია" 2013 წელს კომპანია „თეგეტა მოტორსის" ბაზაზე დაფუძნდა. დაარსების დღიდან მისი მიზანი ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა, რაც საბოლოოდ ავტომომსახურების სფეროში ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და „თეგეტა მოტორსის" ფილიალებში მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს - ეს ამბიციური ხედვა თანამბრად ვრცელდება ქალებსა და მამაკაცებზე.

„პირველად ფეისბუქზე ვნახე, რომ „თეგეტა აკადემია" ასეთ ტრენინგს ატარებდა. როცა პოსტი წავიკითხე, მაშინ გავიფიქრე, აქამდე რატომ არ მომივიდა აზრად, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი პროფესიები გენდერული კატეგორიებით შეიძლება იყოფოდეს და კონკრეტული პროფესია სქესის მიხედვით იყოს გაწერილი, საზოგადოებაში მაინც არსებობს დოგმები და ეს ჩვენ გვზღუდავს. შეიძლება არც კი დაფიქრდე ისეთ პროფესიაზე, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა რეალურად შენი აღმოჩნდეს." ამბობს ნინო წითლიძე, ტრენინგის ყველაზე პატარა, 18 წლის მონაწილე.


მეცნიერების კვლევებს თუ დავეყრდნობით, ქალები პროფესიის არჩევისას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლი - დაუფიქრებლად გამორიცხავენ ისეთ საქმიანობებს, რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ. #პროფესიასარაქვსგენდერი კამპანიის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპების დანგრევა და საზოგადოებისვის იმის დემონსტრირებაა, რომ ხშირად სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ „მასკულინურ" პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა.

„მომავალში ჩემი თავი თეგეტას ფორმაში წარმომიდგენია - თან მანქანები ძალიან მიყვარს და იმედია სერვისცენტრში ისეთი გარემო დამხვდება, რომელიც განვითარებაში დამეხმარება" - ნინო წითლიძე, ტრენინგის მონაწილე

„თეგეტა თრაქ ენდ ბასში" ტრენინგის ყველა მონაწილეს მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემო რომ დახვდება, ამაზე კომპანიაა თავად პასუხისმგებელი. ქალთა გაძლიერების თემებს„თეგეტა მოტორსში" ამაყად უჭერენ მხარს და აქტიური წვლილი შეაქვთ გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში. სწორედ ამიტომაც, ამ უპრეცენდენტო ინიციატივაში ჩართულ ხუთივე მონაწილეს „თეგეტა მოტორსი" წარმატებას უსურვებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დიდ იმედს გამოთქვამს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...