1 9 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა თიბისი 2024 წელს საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, 24-ე დაჯილდოებაზე, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“ბოლო დროს, Global Finance-ის დაჯილდოება და ზოგადად, საერთაშორისო ბაზარი აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აკეთებს, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას სწორედ ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. თიბისი ამ ჯილდოს წლებია ზედიზედ იღებს, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რომელიც ბიზნესებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. 2024 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ვაჭრობაში მხარდაჭერას, რაშიც  ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვეხმარება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

„გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, პროცესების გაციფრულებისა და ამ პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობას ზრდის. სწრაფად ცვალებად და გარდამავალ ეპოქაში, ბანკების კორპორაციული კლიენტები სანდო პარტნიორს და საყრდენს, სიმარტივეს და სიზუსტეს ეძებენ. თავის მხრივ ბანკები, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსებას უჭერენ მხარს, მიწოდების ჯაჭვში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ცდილობენ, რომ გაუმკლავდნენ ეკოსისტემების დაზიანებას და ეფექტურად უპასუხონ გარემოს დაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის (ESG) მზარდ ტენდენციას“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

 

წელს, რიგით 24-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლები მსოფლიოს 100 ქვეყანაში დაასახელა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...