1 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ - Euromoney, საქართველოში პირველად დაასახელა საუკეთესო კორპორატიული ბანკი და ნომინაციაში თიბისიმ გაიმარჯვა.

„ჩვენთვის Euromoney-ის ჯილდო მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს გამარჯვება, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. წამყვანი პოზიციები გვაქვს საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ყველა სექტორში: ენერგეტიკა, ჰორეკა, უძრავი ქონება, სამშენებლო მასალები, ჯანდაცვა, ვაჭრობა, წარმოება, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ავტოინდუსტრია. თიბისის 31 წლიან ისტორიაში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორები, რომლებიც ათწლეულებია გვენდობიან და ჩვენთან ერთად, წარმატებით ვითარდებიან, რაც ჩვენი საქმიანობის მთავარი მოტივაციაა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისის ჯილდო ბაზარზე ლიდერის პოზიციამ და კორპორატიული კლიენტების საჭიროებებზე მორგებულმა პროდუქტებმა და მომსახურებამ განაპირობა. ჯამში თიბისის პორტფელი 4994 კორპორატიულ კლიენტს აერთიანებს. თიბისი დეპოზიტიების, დაკრედიტებისა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ბაზარზე 43%-48%-იან წილს იკავებს.


თიბისიში თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, საქმიანობისა და სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბანკირების ინდივიდუალური გუნდი ფარავს. კორპორატიული ბიზნესის მართვა 300-მდე ადამიანს აერთიანებს. 

 

თიბისის ვაჭრობის დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტებით, ციფრული პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას აქვს შესაძლებლობა იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთოს.

 

ფულადი სახსრების ეფექტურად მართვისთვის, თიბისი კომპანიებს ფაქტორინგის პროდუქტს სთავაზობს. თიბისის პარტნიორებისთვის ფაქტორინგი სრულად ციფრულია. წელს პროდუქტი თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკშიც ჩაინტეგრირდა. თიბისის წილი ფაქტორინგის ბაზარზე 68%-ია.

 

თიბისიმ, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მაკინზისთან“ ერთად, 2020 წელს ციფრული პლატფორმა შექმნა. გუნდის წევრებს, ბიზნესების საჭიროებების გასაანალიზებლად, ერთ სივრცეში აქვთ წვდომა კლიენტების ყველა საჭირო მონაცემზე. შედეგად, კომპანია დროულ და ხარისხიან მომსახურებას იღებს.

 

ელექტრონული ხელმოწერით თიბისის კორპორატიული კლიენტების პროცესები მარტივდება და დრო იზოგება, ისეთი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას, როგორებიცაა: სესხები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, სადეპოზიტო, სახაზინო და ნაღდი ფულის მართვა. თიბისის კორპორატიული მიმართულების ხელშეკრულებების 50% უკვე ელექტრონული ხელმოწერით დასტურდება. 

 

პროცესებს ამარტივებს Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, თიბისიმ, 2023 წელს, იურიდიული პირების 1.5 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. ფილიალში მისული მომხმარებელი არ  იცდის რიგში და მისი დრო საგრძნობლად იზოგება.

თიბისის ჯილდო, არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, კორპორატიული კლიენტებისთვის  ყველაზე მაღალი კლასის ბიზნეს ბარათმა - Visa Signature Business-მაც განაპირობა. ბარათის მომხმარებელი თანხის განაღდების მაღალი ლიმიტით, სადაზღვევო და სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...