adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება დაიწყო
2021-12-16 14:56:15
adjarabet awards არის ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს სპორტის გამორჩეულ ადამიანებს.
„აჭარაბეთისთვის სპორტის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა , ზუსტად ამიტომ ჩვენ მხარში ვუდგავართ დამწყებ და პროფესიონალ ათლეტებს.
რაც მთავარია, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სპორტსმენები კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაფასებულნი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა წლის მთავარი სპორტული დაჯილდოება adjarabet awards.
ყოველწლიურად ჩვენ წარმოგიდგენთ სპორტის გამორჩეულ ადამიანებს სხვადასხვა ნომინაციაში, ამისთვის შევქმენით სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება ორი საუკეთესო თითო ნომინაციაში, საბოლოო
გამარჯვებულებს კი ჟიური დაასახელებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო სპორტსმენი, გუნდი, აღმოჩენა, მსაჯი, მომენტი, მწვრთნელი, პარა-სპორტსმენი და წლის დაპირისპირება. “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მიცემა უკვე შესაძლებელია, ამისათვის უნდა შეხვიდეთ adjarabet awards-ის გვერდზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ ნომინანტს საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა კი 4 იანვარს გახდება ცნობილი .
ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი სპორტსმენები!
გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...
ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...
ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
კომენტარები