1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლურჯი ველი“ მოცვის წარმოებას აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ლურჯი ველის“ პარტნიორობით კიდევ ერთი ახალი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება. 1,6 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ერთგვარი სათბურის-მაღალი გვირაბების პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი მეშვეობით, ერთის მხრივ, კომპანია მოსავლის აღებას უფრო ადრე შეძლებს, ხოლო მეორეს მხრივ, მოსავალი დაცული იქნება შესაძლო უამინდობისაგან.

კომპანია „ლურჯი ველი“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. მის მფლობელობაშია 19 ჰა ლურჯი მოცვის პლანტაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში. კომპანია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, ყოველ წლიურად 100-150 ტონა ლურჯი მოცვის რეალიზაციას უზრუნველყოფს და სეზონურად 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა 2019 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი ჯამური 3 მლნ. ლარის ინვესტიციით, ჩვენ შევძელით ბაღების გაშენება, მათი მოდერნიზაცია და სწრაფი გაციების სამაცივრე მეურნეობის მოწყობა. ჩვენი მიმდინარე პროექტი 5 ჰა ფართობზე, მაღალი გვირაბების მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული ერთგვარ სათბურს წარმოადგენს, თუმცა სათბურისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ ხდება ხელოვნური გათბობა და ჰერმეტულად დახშობა. ეს კი, იძლევა საშუალებას, შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურული სხვაობა, დავიცვათ მცენარეები ჭარბი ტენისა და ქარისგან, რაც იწვევს მცენარისთვის დამატებით სტრესს და შესაბამისად უარყოფითად მოქმედებს მის პროდუქტიულობასა და ნაყოფის ხარისხზე. პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად ავირიდოთ შესაძლო უამინდობისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები და ველით, რომ მომდევნო წლებში 200-250 ტონამდე გავზარდოთ მოსავლის რეალიზაცია“, - აცხადებს ზვიად მირიანაშვილი, „ლურჯი ველის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ „ლურჯი ველის“ განვითარებაში. კომპანიამ უკვე  მიაღწია წარმატებას. დღეს კი მათი მიზანია,  მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით, ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ლურჯი ველი“  პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც   საქართველოს ბანკისა და USAID-ის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში,  მაღალი გვირაბების ქვეშ ლურჯი მოცვის მოყვანის პროექტს ახორციელებს. ასევე, კომპანიამ პირველმა შეიმუშავა და დანერგა მოსავლის აღების ელექტრონული სისტემა და პირველმა მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული სოციალური პასუხისმგებლობის GRASP -ის სერტიფიკატი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...