1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ორბელიანის მოედანზე, თიბისის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის - „ბაზარი ორბელიანზე“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა. პროექტი კომპანია „მერკადომ“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია  დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ 3 სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედორვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს.

პირველი სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება. ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი, წლის ბოლომდე კი კიდევ 60-მდე დაემატება.

 

მეორე სართული როგორც ტრადიციული ქართული და ქართული კუთხური (იმერული, მეგრული, სვანური, რაჭული, კახური), ასევე იტალიური, ესპანური, ავსტრიული, ჩინური, იაპონური, ვიეტნამური, პან-აზიური სამზარეულოების კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. მესამე სართულზე კი ტერასაა განლაგებული, სადაც სტუმრებს კოქტეილების დაგემოვნება შეეძლებათ.

პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა - „ბაზარი გასტრო სკოლა” ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. ასევე, მომხმარებლებს საჩვენებელი წარმოებისთვის გამოყოფილი სხვადასხვა სივრცე დახვდებათ (კერამიკა, მინანქარი, მინა, პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და ყველის ამოყვანა).

ტერიტორიაზე იფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიაც, რომელიც ყოველდღიურად სურსათის უვნებლობას შეამოწმებს.

„ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა ქვეყანში მოქმედი და უკვე საერთაშორისო ბრენდებად ქცეული ისეთი პოპულარული ბაზრების კონცეფციას ეფუძნება, როგორებიცაა: Eataly, Mercado, Time out Market, Chelsea Market და სხვა.

 

პროექტის ფარგლებში, 1000 პირდაპირი და 3000-მდე არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

 

„ბაზარი ორბელიანზე მთლიანად ცვლის პროდუქტების ყიდვის გამოცდილებას. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. ეს ყოველდღიური სტუმრობის ადგილია, სადაც შესაძლებელია სტუმრობა ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ან მარტო და ახალი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტების შეძენის გარდა, უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარება“, - თამარ მესარკიშვილი, „ბაზარი ორბელიანზე“ მარკეტინგის დირექტორი.

 

„აღნიშნული პროექტი თიბისისთვის პრიორიტეტულ რამდენიმე მიმართულებას - ადგილობრივ წარმოებასა და ადგილობრივების დასაქმებას, ასევე ტურიზმის, HORECA და სარესტორნო სექტორების განვითარებას აერთიანებს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება გვეძლევა მსხვილი ზომის მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მცირე ზომის მეწარმეებსა და ფერმერებსაც დავუჭიროთ მხარი. მოხარულები ვართ, რომ  თიბისის მხარდაჭერით, დასავლური ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის სივრცე იქმნება, რომელიც ტურისტებს ქართულ კულინარიასა და წარმოებას გააცნობს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ვაჭრობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...