1 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ფაზი“ – განავითარე გონება თამაშით

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემიის დროს გაჩენილი მთავარი დეფიციტი ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა და ამ ურთიერთობით გამოწვეული ემოციები, ხალისი და ბედნიერებაა. შინ შეკეტილებს ყველაზე მეტად სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობა მოგვენატრა და, შესაბამისად, ისეთი საქმიანობების გახსენება დავიწყეთ, რაც მანამდე მივიწყებული გვქონდა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სამაგიდო თამაშები, რომლებიც ბოლო 2 წელიწადში პანდემიამ  მთელ მსოფლიოში ლამის კომპიუტერულ თამაშებზე პოპულარული გახადა. სწორედ ამ პანდემიის დროს გაჩნდა  კომპანია „ფაზის“ შექმნის იდეაც, რომელიც გიორგი ბახუტაშვილმა და ალექსანდრე კინკრიაშვილმა თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით უმოკლეს დროში რეალობად აქციეს.

„სხვა ბიზნესის ფარგლებში თიბისისთან ურთიერთობის 8 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის ის ბენეფიტები, რასაც თიბისი გვთავაზობს, განსაკუთრებით პიარის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, იდეის რეალობად გადასაქცევად თიბისის მივმართეთ და მათი მხარდაჭერით შევიძინეთ პირველი პროდუქცია „ფაზისთვის“, რომლის სახელწოდებაც ფაზლიდან მომდინარეობს. სწორედ ფაზლები იყო იდეაში ჩვენი მთავარი პროდუქტი, რომელსაც შემდეგ სხვა სახეობებიც მიემატა“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი.

„ფაზი“ გონების განმავითარებელი სათამაშოების - ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო-კონსტრუქტორების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა და დღეისათვის უკვე 500-მდე ასორტიმენტის პროდუქციას აერთიანებს. „ფაზის“ ძირითადი მომხმარებელი 18-დან 45 წლამდე ადამიანია, თუმცა მის ვებგვერდზე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის სათავისო თამაშს, რომელსაც, როგორც გიორგი ამბობს, გართობის გარდა, "ტვინის ჭყლეტის" ფუნქციაც აქვს.

მრავალნაირი ფაზლისა და ყველაზე გაყიდვად სამაგიდო თამაშების - კატანის (Catan), სპლენდორის (Cities of Splendor), დიქსითის (Dixit!) გვერდით, განსაკუთრებულად პოპულარულია ქართული კომპანიების მიერ შექმნილი თამაშებიც, როგორიცაა „გორგასალი“ და „არ მოსულა“.

პროდუქციის ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის გარდა, „ფაზს“ სხვა ონლაინ მაღაზიებისგან მომხმარებელთან სწრაფი კომუნიკაცია და მიწოდების სწრაფი სერვისიც (3 სამუშაო დღემდე) გამოარჩევს. გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ ეს სამი ფაქტორი მათი კონცეფციის საფუძველია, რამაც მათ ერთი წლის თავზე 11 000 გამომწერი, მომხმარებლის ყოველდღიური პოზიტიური უკუკავშირი და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად დიდი მოტივაციაც  მოუტანა.

„თუკი რამდენიმე წლის წინ ამ პროდუქციის ყიდვა ქართველ მომხმარებელს მხოლოდ ამაზონზე შეეძლო, დღეს ჩვენს საიტზე www.puzz.ge შეუძლია, სადაც ასამდე სახეობის ფაზლია წარმოდგენილი. მომავალშიც გვინდა, ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანმა შეძლოს ჩვენთან თავისი გემოვნებისა თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, რომლებსაც სხვადასხვა მომწოდებლებისგან ვუყრით თავს როგორც ადგილობრივად ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.“

ერთი წლის თავზე მოპოვებული წარმატება „ფაზისთვის“ უკვე არის იმის დასტური, რომ ბიზნესმა გაამართლა. კიდევ ერთი წლის თავზე კომპანია, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად,  უკვე შოურუმის გახსნას გეგმავს. განსაკუთრებული სიახლე კი ფაზლების ქართველი მოყვარულებისთვის სულ მალე დაგეგმილი ახალი მომსახურება იქნება, რომლის ფარგლებშიც თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ნახატსა თუ სურათს „ფაზი“ უმოკლეს დროში ფაზლად აქცევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...