„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც X და XI კლასის 60 მოსწავლე საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში გაემგზავრა.
ეს იმას ნიშნავს რომ, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებული მეათე და მეთერთმეტე კლასის 60 მოსწავლე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც შესარჩევი ეტაპების გავლის შემდეგ შეირჩნენ, ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში იღებენ მონაწილეობას. მოსწავლეები ძირითადად რეგიონების სკოლებიდან შეირჩნენ და ისინი ზაფხულის არდადეგების ერთ კვირას ბაკურინაში, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებენ.
ბანაკში მოსწავლეები 19-დან 26 ივნისის ჩათვლით შეხვდებიან STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეებს მთელი საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა ფიზიკური და გასართობი აქტივობით.
STEM ბანაკში მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს მათემატიკის ირგვლივ. კონკრეტულად კი თამაშთა თეორიაზე, ალბათობასა და სტატისტიკაზე, კომბინატორიკაზე; მათემატიკის ისტორიაზე. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მათემატიკურ ვიქტორინაში. მოსწავლეები ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო კარგად გაერკვევიან თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, Meta და მისი მომავალი, ასევე, ალგორითმული ექსპერიმენტები. 24 ივნისს კი მათთვის ჩატარდება ტექნოლოგიების დღე, სადაც მოისმენენ კიდევ უფრო მეტს ინჟინერიასა და რობოტიკაზე, მომავლისა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე.
„კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაში, მათვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლების და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ტექნოლოგიური, მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„კომაროვის ზაფხულის სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც აგებულია ბრიტანული საზაფხულო სკოლის მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია ჩვენი მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან. ბანაკის მიზანია მომავალი STEM ლიდერები აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი ტალანტის რეალიზების ხელშეწყობა. სკოლაში მთავარი აქცენტი მათემათიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სპეციალური, საინტერესო და ექსპერიმენტული ფორმით სწავლებაზეა გაკეთებული. მთელი პროგრამა ორინეტირებულია, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ეს დისციპლინები“,- განაცხადა გიგი გიორგაძემ, STEM ბანაკის ორგანიზატორმა.
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირება, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და ტექნოლოგიურ პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს. მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები