„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზე, - დედაენის ბაღსა და კიკვიძის პარკში თანამედროვე სკეიტმოედნები ფუნქციონირებს. დღეს ეს სკეიტპარკები სკეიტერებს ვეღარ იტევს. ორივე პროექტი, თბილისის მერიის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია Reforma construction management company-მ შეასრულა.
“რეფორმას” პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ ახლო მომავალში დედაქალაქს დამატებით ორი სკეიტპარკი შეემატება.
„ჩვენი მენეჯმენტის პირობებში შესრულებული გვაქვს, დედაენის სკეიტპარკი და კიკვიძის სკეიტპარკი, რომლებიც მუდმივად დატვირთულია ექსტრემალური სპორტის მოყვარულებით. „რეფორმას“ უკვე დაგეგმილი აქვს ორი მიმდინარე პროექტი, ორი სკეიტპარკის მშენებლობა. პირველი ლოკაცია უკვე გადაწყვეტილია, ეს იქნება ვარკეთილში. ასე რომ მოქალაქეები დამატებით ორი სკეიტპარკით გაიხარებენ, რომელსაც მენეჯმენტ კომპანია “რეფორმა” ააშენებს“, - ამბობს მათე ნაცვლიშვილი.
დედაენის ბაღი 16 ივნისს ოფიციალურად და საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. განახლებული ბაღი თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი გახდა და ტრადიციულად, უამრავ ვიზიტორს იზიდავს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკი იპყრობს.
მათე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დედაენის ბაღში სკეიტპარკის მშენებლობა განხორციელდა კომპანია „რეფორმა“–ს ლატვიელი პარტნიორის - “Mind Work Ramps” ჩართულობით, რომელიც ევროპაში ექსტრემალური პარკების ერთ-ერთი საუკეთესო მშენებელია.
„იმდენად, რამდენადაც სკეიტპაკრის მშენებლობისას, შემოქმედებით პროცესთან გვქონდა საქმე, მისი ფორმიდან, არქიტექტურული ბეტონირებიდან გამომდინარე, ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. სკეიტპარკების ამ ხარისხის მშენებლობაში ჩვენ ვართ პიონერები, პირველად გამსვლელები და ვკაფავთ იმ გზას, რაც შემდეგ სხვა კომპანიებმა უნდა გაიარონ. სხვათა შორის ამის პრეცედენტიც არსებობს და ეს მხოლოდ გვიხარია, რომ ჩვენი გამოცდილება სხვებმაც გაიზიარეს და შედარებით გაკვალულ გზაზე მოუწიათ სიარული.
მშენებლობის პროცესში დავეკონტაქტეთ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც სპეციალიზდებიან კონკრეტულად სკეიტპარკების მშენებლობაში და ექსტრემალური ფიგურების გამოყვანაში. გვინდოდა ამ კოლაბორაციით შეგვექმნა, რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკი, ამის პრეტენზია თავშივე გვქონდა, რაც გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, შემიძლია ვთქვა, ეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ სკეიტპარკს შეუძლია ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს. ასე რომ ამ პროექტმა თავისი სახელი თქვა, თავის გასაკეთებელს ახლაც აკეთებს. შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ გუგლის შეფასებებით, იგივე ტურისტული გაიდების შეფასებებით, რამდენად წარმატებული გამოდგა ეს პროექტი“, ამბობს მათე ნაცვლიშვილი.
კომპანია „რეფორმას“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი განუხორციელებია და ახორციელებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში: მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ტერიტორიაზეც შალიკაშვილების ცნობილი სასახლე დგას; დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა; თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვ.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები