„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
. „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ კლასის ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელი გახდეს
. საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მზარდია
„პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გერმანული ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ახალ ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელები გახდნენ. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ნიშნავს, მიიღო ფინანსური სარგებელი, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება.
მომხმარებელს აქვს შანსი, გახდეს საერთაშორისო ბრენდის აქციონერი და გაიზიაროს ის წარმატება, რასაც „პორშემ“ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზებით (IPO) მიაღწია.
პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“დირექტორი: „ჩვენ გვსურდა, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ჩვენი მომხმარებლების მიმართ და მიგვეცა უნიკალური საშუალება, გამხდარიყვნენ მსოფლიო ტოპ ბრენდის აქციონერები. ვფიქრობთ, აქციების ფლობა, მათ გაუჩენს მეტ მოტივაციას, უგულშემატკივრონ საყვარელ ბრენდს და მხარი დაუჭირონ „პორშეს“ წინსვლას ავტობიზნესში. ასევე მიიღონ სარგებელიც, რადგან „პორშეს“ წარმატება ამიერიდან მათი წარმატებაც იქნება. ჩვენი ერთგული მომხმარებლები „პორშესა“ და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის „პორშე ცენტრი თბილისის“ უნიკალური აქციით ავტომატურად ხდებიან იმ დიდი სიახლეების მონაწილეებიც, რასაც „პორშე“ გლობალურ ავტობაზარს სთავაზობს და მომავალშიც შესთავაზებს. „პორშე“ წინსვლაზე ორიენტირებული გლობალური ბრენდია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა ათწლეულების განმავლობაში“.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“მარკეტინგის ხელმძღვანელი: „პირველები ვართ ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს კომპანიის აქციების ფლობის საშუალებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა საინტერესო გამოცდილება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ცენტრში ავტომობილს შეიძენენ. ამ შენაძენით კი მსოფლიო საფინანსო ბაზრის მონაწილეებიც გახდებიან და უდიდესი ისტორიის მქონე მანქანათმშენებელი კომპანიის ინვესტორებიც. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია „პორშეს“ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ბრენდის მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება“.
ქართველი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც ათასობით ინვესტორისთვის მთელ მსოფლიოში, „პორშეს“ აქციები მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომპანიამ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების ნაწილის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომლის შედეგებმაც ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა.
პორშემ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 9.1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც ევროპის საფონდო ბირჟებზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წარმატებულ დებიუტს, უკვე უწოდეს „პორშეს“ ახალი ეპოქის დასაწყისი. საფონდო ბირჟაზე, ჯამში, კომპანიის აქციების 12,5% განთავსდა.
„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები