„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
ნაძვისხე საჩუქრების ყუთებშია ჩაფლული, სამზარეულოში გემრიელი არომატი ტრიალებს, საახალწლო სუფრაც თითქმის მზადაა და მთელი სახლი ბავშვების აჟიტირებული სიცილითაა გაჟღენთილი, - ასე აღწერს 31 დეკემბრის ღამეს მსოფლიოში წარმატებული ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, რომლისთვისაც ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია - მეუღლესთან, სამ შვილთან და მშობლებთან ერთად, როცა სადღესასწაულო სამზადისში ოჯახის თითოეული წევრი თანაბრად მონაწილეობს და მთავარ მოვლენას, საჩუქრების გახსნის მომენტსაც, ყველა თაობა სულმოუთქმელად ელოდება.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ახალი წლის ღამეს ყოველთვის სახლში ვატარებთ. ჩვენს ოჯახში ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მხიარული დღესასწაულია. 12 საათის მოლოდინი - ეს არის ხალისიანი ფუსფუსი, სუფრის მზადება, საჩუქრების დალაგება და ბავშვების გადარბენა. გახდება თუ არა 12 საათი,ვულოცავთ ერთმანეთს, ვცვლით ტკბილეულს და ყველა ერთად ვეცემით საჩუქრების კუთხეს. აი, მაშინ იწყება წარმოუდგენელი ქაოსი და არეულობა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბედნიერების მომტანია“.
დათასთვის ეს დიდი ოჯახური ბედნიერება სრულყოფილი მაშინაა, როცა ირგვლივაც მხოლოდ კარგი ამბები ტრიალებს. თუმცა წლების წინათმომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელიცგაუფრთხილებლობას უკავშირდება. საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიაში მონაწილეობით გადაწყვიტა. სრულადიზიარებს კამპანიის გზავნილს: „აღნიშნე ახალი წელი, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“, თუმცა ამბობს, რომ წარსულში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის გამოცდილება თავადაც აქვს. მაშინ გაუმართლა და შემთხვევა მშვიდობით დასრულდა.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ამდენი უბედურება გვაქვს ნანახი, მაგრამ გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა. ჩვენ გარშემო ამდენი ტრაგიკული შემთხვევა ხდება ყოველ წელს და ვიღაცები მაინც რისკავენ, მაინც ჰგონიათ, რომ ეს მათ არ დაემართებათ.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენად მაგარი და გამოცდილი მძღოლია - ნასვამ მდგომარეობაში ყველა ადამიანს შენელებული აქვს რეაქცია; მხედველობა ბუნდოვანია; შიშის გრძნობა დაკარგული აქვს და შეუძლებელია პროგნოზირება, ისეთი რამ შეიძლება მოიმოქმედოს. ეს ყველა შემთხვევაში ასეა - ნასვამი ადამიანი საჭესთან ყოველთვის საშიშია!“
ამბობს, რომ საჭესთან მჯდომი ადამიანი პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზეც. ნასვამი მძღოლი კისაჭესთან პოტენციური მკვლელია. „ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ახირებებზე უარის თქმა და თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე დაფიქრება“ .
სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:„გვჯერა, რომ წინასაახალწლო პერიოდშიზრუნვისა და უსაფრთხოების - ამ ორიუმთავრესი ღირებულების შეხსენებამძღოლებისთვის სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია. დიახ, ახალ წელსყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუუჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არუნდა ვმართოთ. სწორედ ამ თემისმნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წელს ჩვენი საკომუნიკაციოარხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიისჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაომოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზესაუბრისთვის და ძალიან გვიხარია, რომუამრავი ავტორიტეტიანი დაპასუხისმგებლობიანი ადამიანი შემოუერთდაჩვენს ინიციატივას“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ერთ-ერთი ამბასადორი, დათა ქაჯაია, 2023 წლის დიდ ნაწილს საჭესთან გაატარებს - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურნირზე ღირსეული ასპარეზობაა ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც ისახალი წლის ღამესაც ჩაიფიქრებს.
„ყველას ვურჩევ, მხოლოდ მიზნების განხორციელებაზე, ოცნებების ასრულებასა და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭებაზე კონცენტრირდნენ, უაზრო ახირებით გამოწვეულ ტრაგიკულ შეცდომებს ცხოვრებასნუ დაანგრევინებენ. სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი“.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები