„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
თიბისიმ და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) 100 მლნ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ტრანზაქცია, AIIB-თვის კომერციულ ბანკთან დადებული პირველი გარიგებაა საქართველოში. მოზიდული რესურსის მიღება შესაძლებელია ორ ვალუტაში, მათ შორის ლარშიც, რაც ხელს უწყობს, მეტად მოთხოვნად ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომის ზრდას.
მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისის შესაძლებლობას მისცემს, დააფინანსოს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნეს საქმიანობები, უპირველეს ყოვლისა, მსესხებლების საბრუნავი კაპიტალის საჭიროებები და საშუალოვადიანი ინვესტიციები, და ამით ხელი შეუწყოს მათ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის სესხებზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც დაიცავს მეწარმეებს გაცვლითი კურსის რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმატებით დასრულდა AIIB-ისა და თიბისის შორის პირველი გარიგება და გავხდით მათთვის პირველი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. ადგილობრივ ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის მხარდასაჭერად და ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს გარიგება ასახავს ორმხრივ მზაობას წარმატებული თანამშრომლობის დასაწყებად და მოუთმენლად ველით ამ პროდუქტიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.-აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
„დადებული გარიგება, რომელიც AIIB-ის Covid-19-ის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ადასტურებს, კლიენტების მხარდასაჭერად, ინოვაციისა და ადაპტიციისადმი ჩვენს მზაობას. პირველად საქართველოში, AIIB გასცემს საშუალოვადიან სესხს ლარში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების გაზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესების ეკონომიკურ მდგრადობას. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ პარტნიორობა თიბისისთან, წამყვან ბანკთან საქართველოში, რომელსაც აქვს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში გამორჩეული რეპუტაცია. AIIB აგრძელებს, აღდგენის ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას. დადებული გარიგება ასახავს ჩვენს ინსტიტუტებს შორის ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობის დასაწყისს“. -აცხადებს კონსტანტინ ლიმიტოვსკი, AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებით
AIIB-ის შესახებ
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) არის მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომლის მისიაა დააფინანსოს მდგრადი ინფრასტრუქტურა ხვალინდელი დღისთვის. - ჩვენ დავიწყეთ ოპერაციები 2016 წლის იანვარში, პეკინში და მას შემდეგ გავიზარდეთ 105 დამტკიცებულ წევრამდე მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს 100 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალიზაცია და მსხვილი საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მონიჭებული Triple-A-რეიტინგი. პარტნიორებთან თანამშრომლობით, AIIB აკმაყოფილებს კლიენტების მოთხოვნილებებს, ახალი კაპიტალის მიწოდებისა და მწვანე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გზით, და ხელს უწყობს რეგიონული კავშირების დამყარებას.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები