„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, ბიზნესსა და მომხმარებელს შორის ლოიალური კავშირის გაძლიერებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, საქართველოს ბანკმა გადახდის ისეთი მრავალფეროვანი მეთოდები შექმნა, რომლებიც სრულად ერგება მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებს სხვადასხვა სახის პროდუქტისა თუ მომსახურების როგორც მისაღებად, ასევე გასაწევად.
გადახდის მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებელს შესთავაზონ:
· ონლაინ გადახდები; (იქნება ეს ბარათით, ინტერნეტბანკით, Apple Pay-თ, Google pay-თ გადახდა. ასევე, Plus ან MR ქულებით გადახდა როგორც ონლაინ, ისე საქართველოს ბანკის ტერმინალის საშუალებით)
· პროდუქტის ან სერვისის შეძენა როგორც ფიზიკურად- განვადებით, ასევე ნაწილ-ნაწილ მობილბანკიდან;
ონლაინ განვადებას მომხმარებელი ვებგვერდზე ღილაკის დამატებით, ფილიალში მისვლის გარეშე შეძლებს, ხოლო ფიზიკურ სივრცეში განვადება - მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მაღაზიაში სასურველი ნივთი მარტივად, QR კოდით შეიძინოს. რაც შეეხება ნაწილ-ნაწილ გადახდას, მისი მეშვეობით მომხმარებელი ნებისმიერი ნივთის თუ მომსახურების შეძენას კიდევ უფრო მარტივად და მოქნილად, მობილბანკიდან შეძლებს. ნივთის ან სერვისის ღირებულებას კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფარავს, ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკი სთავაზობს ბიზნესს ერთადერთ ტერმინალს საქართველოში, რომელიც ნებისმიერი ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა, თანაც ისე, რომ მომსახურების გამწევს ან პროდუქტის გამყიდველს თანხა მომენტალურად ერიცხება ანგარიშზე.
ბიზნესის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ბანკის გადახდის არხებისა და გაყიდვების გასაზრდელად, საქართველოს ბანკმა შექმნა bogpay.ge - გადახდების ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელს სასურველი სერვისების მიღება ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ, 24/7-ზე შეუძლია. (ბიზნესის მეტი კომფორტისთვის ასევე ხელმისაწვდომია როგორც Bog Pay-ს აპარატები, ასევე ინტერნეტ და მობილბანკის საშუალებით გადახდები)
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, აცნობიერებს თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარებისთვის მომენტალური გადახდების, სწრაფი ბიზნეს ოპერაციებისა და მომხმარებლის კმაყოფილების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტულია, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს ხელს უწყობს მომხმარებლის კმაყოფილების, მეორეს მხრივ კი ბიზნესის ზრდას და მისი პოტენციალის სრულად ათვისებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.
საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი გადახდის მეთოდებზე მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3h5qeTz
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები