„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
აგროქსოვილი, იგივე მულჩის ფირი, სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებადი და ხანდახან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მცენარეს სარეველა ბალახისგან იცავს. კომპანია „ბიოპარკის“ დამფუძნებელი, მამული სალაყაია, რომელმაც თიბისის მხარდაჭერით აგროქსოვილის საქართველოში შემოტანა 2020 წლიდან დაიწყო, ბიზნესის წარმატების ისტორიას გვიყვება:
„რა არის აგროქსოვილი?
ეს არის შავი ფერის კეთილთვისებიანი ცელოფნის ფენა, რომლითაც მცენარის ფესვებს ფარავენ. ის მზის სხივებს არ ატარებს, ამით სარევალა ბალახისთვის ფოტოსინთეზს აფერხებს, სამაგიეროდ, წყლის და ჰაერის გამტარია, შესაბამისად, მცენარის ფესვებს საკვები ნივთიერებები შეუფერხებლად მიეწოდება. დასავლეთ საქართველოში სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომ, ვისაც ამ პროცესთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის აგროქსოვილის მნიშვნელობა და სარგებელი. მას იყენებენ ინტენსიურ ბაღებშიც. ასევე მოცვის, მარწყვის, ჟოლოს მეურნეობებში და ბიო ვენახშიც. შესაბამისად, აგროქსოვილი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.
როგორ მივედი ამ ბიზნესიდეამდე?
ზოგადად, ბიზნესის დაწყების იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როცა შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხე ყველასთვის რეალური გახდა. ამ დროს დავიწყე ფიქრი იმ კაპიტალზე, რომელიც 4 ჰა მიწის სახით მქონდა სოფელ ურბნისში. სიმინდის მოყვანის შემდეგ არჩევანი ლურჯი მოცვის მოყვანაზე შევაჩერე და ნერგების მოსაძიებლად დასავლეთ საქართველოში ჩავედი. მოცვის მწარმოებელი ფერმერები, სხვა პრობლემებთან ერთად, ბაზარზე აგროქსოვილის დეფიციტს უჩიოდნენ, რომელიც ლურჯი მოცვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიდუქტია. სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, აგროქსოვილი თავად მეწარმოებინა და ადგილობრივ ბაზარზე გამეყიდა. ფერმერებს ფასზე ადგილზევე გავურიგდი და საქმეს შევუდექი.
აგროქსოვილის წარმოებისთვის საჭირო მასალა - პოლიპროპილენი - საზღვარგარეთიდან შემოვიტანე, საჭირო მანქანა-დანადგარები ვიქირავე და პროდუქცია ადგილზე დავამზადე. თუმცა, ბევრი ცდის მიუხედავად, სასურველი ხარისხს ვერ მივაღწიე. ამიტომ საზღვარგარეთიდან იმპორტზე ფიქრი დავიწყე.
2020 წელს აგროქსოვილი სასურველ ქვეყანაში, სასურველ ფასად შევიძინე, კონტეინერი დავტვირთე და საქართველოში ჩამოვიტანე. ფასმაც და ხარისხმაც გაამართლა. მალევე მივხვდი, რომ საქმე საკმაოდ მომგებიანი იყო და თიბისის მხარდაჭერით, იგივე ქვეყნიდან კიდევ რამდენიმე კონტეინერი შემოვიტანე.
2020 წლიდან დღემდე ქართულ ბაზარზე 3 მილიონ კვ.მ-ზე მეტი აგროქსოვილი გვაქვს გაყიდული. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველი ფერმერები არიან. ომმა ბიზნესი რამდენიმე თვით შეაფერხა, თუმცა დღეისათვის სიტუაცია დასტაბილურდა და შეიძლება ითქვას, მოთხოვნა გაიზარდა კიდეც.
ბაზარზე ჩვენი კომპანიის უპირატესობა ხარისხი და ფასია. ამ მხრივ უალტერნატივოები ვართ. თიბისი ჩვენი მუდმივი პარტნიორია და მისი მხარდამჭერითვე ვგეგმავთ ახალ მიმართულებას - ტვირთის შესაფუთი ცელოფნის იმპორტსაც. ეს არის ჭიმვადი, ელასტიური შესაფუთი მასალა, რომლითაც პადონებზე მოთავსებული ტვირთი იფუთება და რომლის გარეშეც ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლებელია.“
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები