„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
სალიზინგო ბაზრის ლიდერმა, თიბისი ლიზინგმა პირველად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ისტორიაში, ფინასურ ინსტიტუტებს შორის, ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამხორციელდა და მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, მწვანე სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.
მწვანე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება, ენერგო ეფექტური აქტივების - ელექტრო ავტომობილების, საწარმოო დანადგარებისა და მზის პანელების დაფინანსებასთან ერთად, განპირობებულია კომპანიის მიზანით - ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარის განვითარებას.
აღნიშნული ემისიის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან, კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით, მეორე მხარის მოსაზრება მიიღო. ამ მოსაზრების თანახმად, თიბისი ლიზინგის მწვანე ობლიგაციების ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP).
გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 2.75%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის სამთვიან ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, ‘BB ‘ სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული.
ობლიგაციებში ინვესტიცია ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, საპენსიო ფონდმაც განახორციელა.
“მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, პირველი ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო განთავსება თიბისი ლიზინგმა წარმატებით განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახსრები მიმართული იქნება ენერგოეფექტური აქტივების დაფინანსებისკენ, რაც თიბისი ლიზინგის მდგრადი განვითარების სტრატეგასთან სრულ შესაბამისობაშია.
ასევე მნიშვნელოვანია რომ, განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა, რაც როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს. ერთის მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინასნება. მეორეს მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობას.” – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე საჯარო ობლიგაციები, სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის - მე-9 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების რიგით მე-6 განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს ჩვენს წვლილს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, ბაზარზე ჩვენი მხარდაჭერით, უკვე მე-2 მწვანე ბონდები განთავსდა, რაც კიდევ ერთი დასტურია მდგარდი განვითარების მიმართ, ქვეყნისა და კომპანიების ინტერესის“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები