0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იმ ხალხს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა პანდემიის დროს, მინდა ვუთხრა - მიყვარხართ და თქვენ გვერდით ვარ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმ ამერიკელებს, რომლებმაც პანდემიის დროს ახლობლები დაკარგეს, მესიჯით მიმართავს

ტელეარხ ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მესიჯით მიმართავდა იმათ, ვინც პანდემიის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„მე თქვენ მიყვარხართ. მინდა ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა დამატებით ზომებს იღებს ხანდაზმული ასაკის პირების დასაცავად. 

„ეს სასტიკი ვირუსია. თუმცა, მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა პანდემიის დროს, რომ გვიყვარხართ. თქვენ გვერდით ვართ. როგორც არასოდეს, დიდ თანხებს ვდებთ, რათა ხალხმა თავი უკეთ იგრძნოს“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები