1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ფოლკლორის დღეები" ბათუმში დღეს დასრულდება

ფესტივალი ზღვისპირა ქალაქს ერთი წლით დაემშვიდობება
ერთი თვის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი ”ფოლკლორის დღეებს“ მასპინძლობდა. ფესტივალი 29 ივლისიდან დაიწყო და კონცერტები ყოველდღიურად ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან იმართებოდა.

ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში მოეწყო 22 აგვისტომდე გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 25 კონცერტი, რომელშიც 40-მდე ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ ”ფოლკლორის დღეები” საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.გუშინ, 21 აგვისტოს ბათუმელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლი "სათანაო" თბილისიდან და ქორეოგრაფიული ანსამბლი "კოლხეთი" ხელვაჩაურიდან.

„უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, კონცერტს 5 000 -მდე მაყურებელი ყავდა. შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის მიზანია ქალაქ ბათუმში ჩასულ სტუმრებს მიეცეთ ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობის საშუალება. ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა ბათუმს“, - აღნიშნავენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები