1 1 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ – ლომჯარია ზუგდიდის ტრაგედიაზე

“სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა…
ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით…
არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო ან ილაპარაკო დღეს. ეს გაზულუქებული, კორუმპირებული, რუსეთის მოყვარული ხელისუფლების წარმომადგენლები კი მთელი დღეა მხოლოდ ევროპას და ამერიკას გაჰყვირიან…”

ასე ეხმაურება, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ზუგდიდში, გასულ ღამეს დატრიალებულ ტრაგედიას. ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი, 6 წლის ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები