0 6 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა

ორთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

"ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში",-ნათქვამია განცხადებაში.

 

 საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 25 აგვისტოს დააკავეს. ხეთერელი ერგნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს. გვიან ღამემდე მიმდინარეობდა მისი გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები