0 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ტელეფონითაც შეეძლებათ

ვაქცინაციაზე ჩასაწერად მოქალაქეებს ტელეფონით დარეგისტრირება შეეძლებათ ცხელი ხაზის ნომერზე 15 22. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

როგორც ღიბრაძემ განაცხადა, ასევე გაიზრდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობა.

„საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა. როგორც ცნობილია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144“, – განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები