1 5 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩვენი ზურა თბილისში ბრუნდება“ – მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისხატის ტაძარში გაიმართება

მომღერალ, ზურაბ დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში ხვალ, 22 თებერვალს ჩამოასვენებენ.

დავით ოქიტაშვილი პანაშვიდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მომღერლის პატივის მისაგებად პანაშვიდი 23 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართება მისამართზე ნიშნიანიძის ქუჩა #19. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში 15:00 საათიდან. 25 თებერვალს, მომღერალს 14:00 საათზე ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

გასული წლის დეკემბერში, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები