2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,კოვიდგადატანილმა ადამიანმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, გამორიცხული არ არის რომ კოვიდგადატანილი ადამიანი კიდევ დაინფიცირდეს.

„კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს და ამ დაავადების კიდევ ერთხელ გადატანა. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებებაგანცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები