2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკომ მცხეთის ერთ-ერთი საარჩევნო შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება:

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო. შესაბამისი განკარგულება საოლქო საარჩევნო კომისიამ 3 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიამ დეტალურად შეისწავლა საკითხი, მიიღო ახსნა-განმარტება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნისგან. მათ განმარტეს ოქმში დაშვებული შეცდომების მიზეზები, თუმცა, ამის მიუხედავად საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ოქმის შევსებისას დაშვებული შეცდომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემაჯამებელი ოქმი უნდა გაუქმებულიყო. შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები