2 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხვალიდან თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება

ხვალიდან თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

„ხვალიდან საბავშვო ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით მომავალი თაობების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კალაძემ.

შეზღუდვა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის შეცვლამდე იმოქმედებს. ამასთან, აღსაზრდელები მთელი ამ დროის განმავლობაში კვებით იქნებიან უზრუნველყოფილები, როგორც ეს წინა თვეებში ხდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები