2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძე - ქართველ ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი - თავისუფალი არჩევანის უფლება!

რუსთაველზე მყოფ მომიტინგეებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მიტაცებულ და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ, “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან საგანგებოდ მიმართა, მამუკა ხაზარაძის წერილი მიტინგზე, მისმა თანაპარტიელმა და “ლელოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ, წაიკითხა. 

ხაზარაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევნები წაართვა.

“მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, რომ ახლა ფიზიკურად არ ვარ თქვენთან, თუმცა ვარ თითოეულ ადამიანთან, ვინც ახლა რუსთაველზე დგას და ვინც ტელევიზიის საშუალებით აკვირდება პროცესს და თითოეული აქ შეკრებილი მოქალაქის სამართლიან მოთხოვნას! ქართველ ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი - თავისუფალი არჩევანის უფლება! ჩვენ მოგვპარეს ხმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს მომავალს მისცეს. ჩვენ, “ლელო” ამ არჩევნებს ვაცხადებთ არალეგიტიმურად! მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ მართლები ვართ,” - განაცხადა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები