2 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამუკა ხაზარაძე: მიდით არჩევნებზე! დღევანდელი არჩევნები არის ბრძოლა წასრულსა და მომავალს შორის

“დღევანდელი  არჩევნები არის უპრეცენდენტო ჩვენი ქვეყნისა და მომავალისათვის”- ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კორონავირუსის გამო იზოლაციაში იმყოფება, მომხრეებს მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

“ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. უნდა მივიდეთ არჩევნებზე ჩვენი მომავლისა და ქვეყნის განვითარებისთვის, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ყველა ჩვენი მხარდამჭერი უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნები არის გზა ევროპისაკენ და არა რუსეთისკენ. ბოლო საათები კი ამომრჩეველმა უნდა გამოიყენოს და გააკეთოს სწორი არჩევანი. 

“უნდა დავიცვათ ჩვენი თითოეული ხმა. ჩვენს ყველა უბანზე ჩვენი დამკვირვებლები ძალიან კარგად მუშაობენ, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ და ამით ვაჯობებთ იმ ქაოსს და არეულობას, რომელსაც “ქართული ოცნება” გვახვევს თავს,”- განმარტა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები