2 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ! - ანი მიროტაძე

“ლელოს“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანი მიროტაძემ მოახლოვებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  “ლელო” ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას”  არჩევნების ბრძოლას მოუგებს. 

ქალაქ ჭიათურაში გამართული საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე ანი მიროტაძემ “ლელოს” მზადყოფნასა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, „ლელოს“ აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამაჟორიტარო ოლქიდან, თავად მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის „კომფორტის ზონიდან“ წამოიღოს მაჟორიტარის მანდატი. 

“ლელო” მზად არის გამარჯვებისთვის და ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ 31 ოქტომბერს. ჩვენ გადავლახეთ ბევრი წინააღმდეგობა და გამოწვევა. ჩვენ შევძელით და წინ აღვუდექით „ქართული ოცნების“ აღვირახსნილ ზეწოლებს. ჩვენ დავაბრუნეთ იმედი უიმედო მხარეში! ათასობით საჩხერელი, ჭიათურელი, ხარაგაულელი იმედის თვალით უყურებს ახალ ძალას - „ლელო საქართველოსთვის“. ახლა აქ არიან ჩემი შვილები, თქვენი შვილები და მე ვიბრძვი როგორც თქვენი და ჩემი შვილებისთვის, ისე ჩვენი მოწინააღმდეგეების შვილებისთვის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი არჩევანი, ეს არის ვალდებულებაც და პატივიც, მივიღო ეს გამოწვევა. და მე ვიღებ გამოწვევას, რომ ეს მძიმე რეალობა ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შევცვალო. ჩვენ ბიძინას ამ ბრძოლას მოვუგებთ“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები