2 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Geely Coolray-ს გლობალური გაყიდვების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

·         საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“

 

აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა - Geely Coolray მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული არჩევანი გახდა. ავტომობილის გაყიდვებმა მსოფლიო ბაზარზე უკვე მილიონს გადააჭარბა. Geely Coolray, ბრენდის მოდელი, რომელიც ყველაზე დიდი საექსპორტო მაჩვენებლებითა და სამომხმარებლო ბაზრით გამოირჩევა, პირველად 2018 წელს წარადგინეს და მას შემდეგ 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

 

Coolray-მ მომხმარებელთა აღიარება დინამიკური სიმძლავრის განსაკუთრებული მახასიათებლების, ახალგაზრდული დიზაინისა და ინტელექტუალური ფუნქციებით მოიპოვა. სწორედ მსგავსი თვისებებით შეძლო Coolray-მ, საკუთარი მომხმარებლისთვის მგზავრობის საუკეთესო გამოცდილება გაეზიარებინა. აღსანიშნავია, რომ მოდელმა სუბკომპაქტური კროსოვერის სეგმენტში სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა და საავტომობილო ბაზარზე მტკიცედ დამკვიდრდა.

 

Coolray-ს წარმატება სუბკომპაქტური კროსოვერის გლობალურ ბაზარზე

 

Coolray-ს პრეზენტაცია Binyue-ს (Binyue ქულრეის სახელია ჩინურ ბაზარზე) სახით 7 წლის წინათ ჩინეთში შედგა. გაყიდვების რაოდენობამ სულ რაღაც 9 თვეში 100 000 ერთეულს მიაღწია. 2019 წლისთვის მოდელი საერთაშორისო ბაზარზეც წარდგა და მყარი პოზიციები მალევე დაიკავა ფილიპინებში, საუდის არაბეთში, კატარში, ქუვეითსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. 2023 წელს Coolray-ს გაყიდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.

 

აფრიკის ბაზარზე მოდელი 2024 წლის მარტში გამოჩნდა და სულ რაღაც ერთი წელში პირველი ადგილი დაიკავა ალჟირის ყველა ბრენდს შორის. მე-3 ადგილზე გავიდა ახლო აღმოსავლეთში და ასევე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც, 2023 წელთან შედარებით, გაყიდვების რიცხვი 80.1%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, სტაბილური ზრდა გამოკვეთა ომანსა და ბაჰრეინში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე, პანამაში კი ყველა ბრენდს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

 

 

Geely Coolray: შექმნილია გლობალური უპირატესობისთვის

 

Coolray პირველი კროსოვერია, რომელიც Geely-ს მოწინავე სუბკომპაქტური კროსოვერის სეგმენტის მოდულურ არქიტექტურაზეა (BMA) დაფუძნებული. ეს ინოვაციური პლატფორმა, პირველ რიგში, ორიენტირებულია მართვის ეფექტურობაზე და ხელს უწყობს მაქსიმალურ ოპტიმიზაციას დაბრკოლებების შემთხვევაში.

 

მოდელი 1.5 T ოთხცილინდრიანი ძრავითა და ახალი თაობის 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ტრანსმისიითაა აღჭურვილი. აღნიშნული ძალური აგრეგატი უზრუნველყოფს Coolray-ს აჩქარებას 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 7,6 წამში, ხოლო საწვავის კომბინირებული მოხმარება მხოლოდ 5,8 ლ/100 კმ-ს შეადგენს.

 

რაც შეეხება დიზაინს, ის წარმოადგენს "Energy Burst" ექსტერიერს და "Energy Awakening" ინტერიერს. ექსტერიერში სპორტული სტილის, ორფერიანი ძარა გვხვდება. Energy Storm-ის თემატური ელემენტების დიზაინში დამუქებული ჰაერამღები Robust Air Inlet Grille და წითელი აქცენტები დომინირებს.  კონტრასტული ინტერიერი კი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური სპორტული სავარძლებით არის აღჭურვილი. ერთმანეთში ინტეგრირებული ეკრანები - 10.25-დიუმიანი, თხევადკრისტალური მონიტორი და 12.3-დიუმიანი საინფორმაციო-გასართობი ეკრანი - განსაკუთრებულ ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.

 

Coolray აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიების ფართო სპექტრით, რომლებიც მართვის უსაფრთხოებასა და კომფორტს განაპირობებს; ინტელექტუალური მართვის სისტემებით, მათ შორის ICC, AEB, APA, BSD. უსაფრთხო მგზავრობას უზრუნველყოფს გამჭვირვალე შასი Eagle Eye 540°.

 

როგორც სტრატეგიული გლობალური კროსოვერი, Coolray დიდ ყურადღებას აქცევს მომხმარებლების საჭიროებებს სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში მონტაჟდება სიცხის საწინააღმდეგო იზოლირებული მინები. აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ზამთარში მკაცრი კლიმატური პირობებია, გათვალისწინებულია წინა და უკანა სავარძლებისა და საჭის გათბობა, რაც უზრუნველყოფს ავტომანქანის კომფორტულ მართვას. აზია-წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში წინა სავარძლების ვენტილაცია ხელს უწყობს ინტერიერის გარემოს გაგრილებას.

 

საერთაშორისო ბაზარზე წარდგენიდან მალევე Coolray-მ მრავალი ჯილდო მოიპოვა, რაც ადასტურებს მის განსაკუთრებულ მახასიათებლებს. წელს აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის საუკეთესო SUV-ის კონკურსში, „კომპაქტური კროსოვერის 2WD SUV“ კატეგორიაში, ექსპერტთა საბჭომ მას პირველი ადგილი მიაკუთვნა.

 

საქართველოში Geely Auto-ს ოფიციალური იმპორტიორია „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“. კომპანია ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევიან გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

 

რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, Geely Auto-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი Geely Coolray კომპანიამ ქართველ მომხმარებელს 2023 წლის სექტემბერში წარუდგინა. გაყიდვების მაჩვენებელმა მალე საქართველოშიც მოლოდინს გადააჭარბა - წარდგენიდან ერთი თვის თავზე „ჯილი საქართველომ“ რეკორდული რაოდენობის Geely Coolray გაყიდა.  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...