2 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო პროგრამის სიმულატორი წარადგინა

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია „თეგეტა აკადემიამ“ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ძირითადი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. კურსის მთავარი სიახლე უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე სპეცტექნიკის სიმულატორი იქნება, რომელიც „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეიძინა. 

მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება „თეგეტა აკადემიამ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ($24 მილიონი აშშდოლარი) ფარგლებში ხორციელდება. 

მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი:მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი და „თეგეტას“ პარტნიორობის მეორე ფაზა დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, საპილოტო პროგრამის განმავლობაში, ტრენინგები სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სიმულაციურ სწავლებაზე უკვე ჩატარდა. დღეს კი სიმულატორის გამოყენებით სამ-სამ ახალ ტრენინგს ვიწყებთ. ეს არის უდიდესი მიღწევა და საშუალებას აძლევს ქვეყანას, განაახლოს და აღადგინოს მნიშვნელოვანი სფეროები, დაიწყოს მშენებლობასა და რეაბილიტაციაში კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა. 

ჩვენ კერძო სექტორის ჩართულობით ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება. „თეგეტა აკადემიის“სპეცტექნიკის ოპერატორების მოსამზადებელი კურსი სიმულატორის გამოყენებით რამდენიმე კვირაში დაიწყება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“.

USAID-ის 192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიამ“ მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამები თავის პარტნიორებთან - ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად შეიმუშავა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარი იყო.

ოტო2)ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემიისთვის“პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. აკადემიამ აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე გუნდი გადაამზადა, პროგრამები შეიმუშავა, სიმულატორი შეიძინა, სხვადასხვა დამსაქმებელთან პარტნიორობა განამტკიცა და10 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა. თეორიული, სიმულაციური და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა ყველაზე ეფექტიანიდა შედეგზე ორიენტირებული გზაა სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, რაც მძიმე ტექნიკის ოპერატორებს შესაბამის ცოდნას მისცემს და საჭირო უნარს გამოუმუშავებს, რათა ისინი კომპეტენტურ და კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ამ პროგრამაზე სწავლა ივლისში დაიწყება“.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა დამსაქმებლების კვლევა და გამოიკვეთა ბაზარზე არსებულისაჭიროებები კვალიფიციური ოპერატორების კუთხით; კვლევის საფუძველზე კი შემუშავდა მომზადებისა და გადამზადების სამ-სამი პროგრამა ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორებისთვის.

თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. „თეგეტა აკადემიის“ მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით კი მსმენელები სრულყოფილ და სიღრმისეულ კომპეტენციას შეიძენენ. 

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი: „საქართველოში მართვის მოწმობა სპეცტექნიკის ოპერატორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გარეშე გაიცემა. სწორედ ამიტომ სპეცტექნიკის ოპერატორებს უწევთ,ისწავლონ მართვა რეალურ გარემოში, მუშაობის პარალელურად, რაც იწვევს კომპანიებისთვის სხვადასხვა პრობლემას - დანახარჯების ზრდას, ტექნიკის დაზიანებას, სამუშაო პროცესის შეფერხებას. სიმულატორით სწავლება კი ახალი სიტყვა იქნება ბაზრისთვის. ის მოაგვარებს უამრავ პრობლემას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ამ დროისთვის სიმულატორი მუშამდგომარეობაშია, აკადემიის ტრენერებმა გადამზადება გაიარეს ფინელ პროფესიონალებთან და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ სიმულატორი და როგორ უზრუნველყონ სიმულაციური სავარჯიშოების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება“.

„თეგეტა აკადემიაში“ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 165 პირი გადამზადდება. 

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. 

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...