0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხაბეიშვილი: „რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს, ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“

„რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ 9 აპრილს აქციას რეგიონიდან ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება.

„9 აპრილთან დაკავშირებით დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ აქტიურად ვხვდებოდით მოსახლეობას. ისიც ნახეთ, რომ რიკოთის უღელტეხილი დაკეტა „რუსულმა ოცნებამ“. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ იქ ე.წ. ტრაილერები გადაადგილდებიან და სახიფათო თუ არის გადაადგილება, არავინ იცის, ტრაილერებს რატომ ატარებენ.

 

ამ დროისთვის იქ გზაც გაწმენდილია. ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონებიდან ადამიანები მოიყრიან თავს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მცხოვრებლების დიდი უმრავლესობა იქნება 9 აპრილის აქციაზე“, – განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე, მოთხოვნებზე, რომელსაც მისი თქმით, 9 აპრილის აქციაზე დააყენებენ.

„მოთხოვნა არის ერთი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. ხალხს გვიწევს სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლა, რადგან საბოტაჟირებს „რუსული ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ცხადია, აქციაზე ლაზარეს გათავისუფლების საკითხი იქნება პრიორიტეტული და  მთავარი, წარმოუდგენელია, სხვანაირად იყოს.

როცა ვლაპარაკობთ ნიკა გვარამიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია და პარტიული მოთხოვნა არ არის. ეს არის საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნა, 27 ქვეყნის დემარშის ერთ-ერთი საგანია. ამიტომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაციონალურ მოძრაობას“ გენერლები მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა შეუერთდნენ.

„ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკვანძო თანამდებობებს დაიკავებენ. ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი გააძლიერებენ “ნაციონალურ მოძრაობას”. ზაზა გოგავა ადგილს დაიკავებს პარტიის სამდივნოში, მამუკა ყურაშვილი კი მაღალ თანამდებობას დაიკავებს თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში. წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები