0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება - რეაბილიტაცია 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაზემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება.

„ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პირობებში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება. იყო ძალიან ბევრი პრობლემა კომპანიებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს არის „ბადა კონსტრაქშენი“, რომელიც ასევე, ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს და განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 18 თვით. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული. ვარკეთილის მეტროს დაბლა ბაქანსა და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი/მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ყველაფერს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ ვარკეთილის მიმართულებას სამარშრუტო ხაზები დავამატოთ, სათანადო რაოდენობის ავტობუსებით, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისვლას“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები