1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"ბატას" გაქურდვაში ბრალდებული არასრულწლოვნები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის 4 ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვანი.

პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი  2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2005 წელს დაბადებული ს.ტ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით,  არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია "ბატა" გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"გ.ვ. და ს.ტ., ასევე, მხილებული არიან თბილისში, აბაშიძის N35-ში მდებარე რესტორანი "სტეიკ ჰაუსის" გაქურდვის მცდელობის, მოსეშვილის ქუჩაზე მდებარე ყვავილების მაღაზია "მაროსეს" და აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ქურდობის ფაქტებზე.

ორივე არასრულწლოვანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,"-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები