ბექა ოდიშარია თავისი შვილებისა და ჰამბურგის პოლიც...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
|
გასულ საუკუნეში, 1987 წელს ევროპაში ყველაზეცნობილი რკინიგზის გვირაბის (ე.წ ევროგვირაბი) მშენებლობა დაიწყო, რომელიც ლა-მანშის სრუტისქვეშ გადის და 51 კილომეტრი სიგრძისაა, ევროგვირაბი ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტურ ევროპასა და ბრიტანეთის კუნძულებს. მშენებლობის დაწყებიდან 3 წელიწადში კი, ფრანგიდა ბრიტანელი მშენებლები გვირაბში ერთმანეთსშეხვდნენ.
ამ დროს, 21 საუკუნეში, თანამედროვეტექნოლოგიების საუკუნეში, თბილისის მერიამ დაკახი კალაძემ 2 წლის წინ დაწყებული მეტროსადგური"გოცირიძის" რეაბილიტაცია ვერ დაასრულეს.
თბილისის მერიამ შეცვალა კომპანია, აუქციონისგარეშე შეარჩია მეორე კომპანია, დახარჯა დამატებით მილიონობით ლარი და ამ ყველაფრის შედეგი-დაუსრულებელი მეტროსადგურია.
თბილისის მერმა კახი კალაძემ, ამ საკითხზე გაკეთებულ კომენტარში საკუთარ თავს წარმატებულიმენეჯერი უწოდა, ხოლო ოპონენტებს კი "კეზეროვიჩები“.
ა/წ 1 ნოემბერს, ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ, მეტროსადგური გოცირიძესთან ბრიფინგი გამართა და მეტროსადგურის დაუსრულებელი სამუშაოები გააპროტესტა, ვინაიდან მეტროსადგური "გოცირიძე" ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება, ხოლობაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ კიდევ არდასრულებულა.
თბილისის მერიამ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგური გოცირიძის რეაბილიტაციის შესახებ ტენდერი 2018 წელს გამოაცხადეს, თუმცა ორი წლის განმავლობაში კომპანია ვერ შეარჩიეს.
2020 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება გაუფორმა უცხოურ საწარმოს "კაიზენის’’ ფილიალს, რომელმაც დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, მუნიციპალურმა სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების ვადაარაერთხელ გადაუწია, (ჯამში 6 თვით), თუმცა უშედეგოდ, სამუშაოების ნაწილი მაინცშეუსრულებელი დარჩა.
სატრანსპორტო კომპანიამ ახალი კომპანიის დაჩქარებული წესით შერჩევასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა, რათა აუქციონის გარეშე კომპანიის შერჩევის უფლება მიეცათ, რის შედეგადაც პირდაპირი ხელშეკრულება, გამარტივებული წესით, 2021 წლის 11 ნოემბერს, შპს "მამისონთან’’ გაფორმდა, ხელშეკრულებისმიხედვით სამუშაოები 7 თვეში უნდადასრულებულიყო, მაგრამ აღნიშნული სამუშაოებისდასრულებამაც 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდეგადაიწია.
2022 წლის ოქტომბერიც მიილია და ნოემბერი დაიწყო, მეტროსადგური "გოცირიძე’’ დაუსრულებელია და მგზავრებს ვერ ემსახურება. ადგილობრივ მცხოვრებლებს წლებია უჭირთ დედაქალაქში გადაადგილება, უწევთ რამოდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა, ხოლო თბილისის მერია კონკრეტულ თარიღსაც ვერ ასახელებს: თუ როდის მიიღებს მგზავრებს მეტროსადგური.
"თბილისის მერიის უპასუხისმგებლობისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გულგრილობის შედეგია დაუსრულებელი მეტროსადგური გოცირიძე, სადაც სამუშაოები 2 წელზე მეტია მიმდინარეობს. კახა კალაძის უწყება, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ქარვასლად, სადაც ნაცვლად თბილისელებზე ზრუნვისა, მთავარი ამოცანა: ტენდერების კორუფციული გზით, აუქციონის გარეშე განაწილებაა. სწორედ ამის შედეგად, დედაქალაქში გვაქვს სატრანსპორტო კოლაფსი’’.
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
სენატში გაკეთებული მძიმე გზავნილების მოსმენის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკა ქვეყნის მტრადდ გამოაცხადა და განმარტა, რომ თაღლითები თავად სენატორები არიან. "ვინც საუბ...
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან. ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წ...
კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა ...
კომენტარები