2 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025”

თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. 

ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech სფეროებში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. 

TechXplore 2025-ის მნიშვნელოვანი ფოკუსი ESG მიმართულება იყო. გუნდების ნაწილმა საკუთარი იდეები სწორედ გარემოს დაცვასთან, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში განავითარა. 

ოთხ დღიანი ღონისძიების ბოლო დღეს მონაწილეებმა თავიანთი პროექტები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულ გუნდებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft,  Nvidia და სხვა) 15,000 ლარის ღირებულების აქციები გადაეცათ. აქედან პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თიბისი ტექის მიმართულებამ გადასცა პრიზები, ხოლო ESG მიმართულებამ ESG-ს რჩეულის ნომინაციაში გამარჯვებული დააჯილდოვა. 

·   I ადგილი – KMsure | ჭკვიანი ავტოდაზღვევა, სრულად ციფრული გადაწყვეტა, სადაც მგზავრობის მონაცემები უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინზე ინახება  

·   II ადგილი – ScanPay | მომხმარებლებისათვის თანხის გაყოფის  და პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად გადახდის შესაძლებლობა. 

·   ESG მიმართულების რჩეული – Effortless Minds | გუნდმა შექმნა ფინანსური მთვლელი და მწვანე ქულების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ხარჯების კონტროლში და მდგრადი არჩევანის გაკეთებაში ეკომეგობრული შეძენების წახალისებით. 

·   ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი AI IA | გუნდმა შექმნა ინკლუზიური ონლაინ ბანკინგის აპლიკაცია.  

TechXplore 2025-ში 150-მდე ახალი თაობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს და აქტიურად იყვნენ ჩართული Agile ქოუჩები,  მენტორები და სფეროს წამყვანი ტექლიდები. 

ღონისძიების პარტნიორი იყო Design Institute, რომელმაც მონაწილეებისთვის დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფი ჩაატარა, რათა მათ უკეთ გაეანალიზებინათ მომხმარებლის საჭიროებები და შეექმნათ ღირებულებაზე ორიენტირებული იდეები. 

მენტორინგ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ კომპანია „Space International”-ის ტექლიდები, რომლებმაც ასევე ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები გადასცეს. 

TechXplore 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თიბისის მოწინავე როლი ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში. 

პროექტი „TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ, თიბისი IT აკადემიასთან პარტნიორობით, 2023 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი საქართველოდან, მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...