თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
ლიბერთის მხარდაჭერით და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით, ლეჩხუმის სკოლების უფროსკლასელებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებში, ცნობილი მწერლები, პოეტები და პუბლიცისტები ჩაატარებენ ლექციებს ვეფხისტყაოსნის, შოთა რუსთაველის ეპოქის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ.
"ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტულ მიმართულებას განათლების ხელშეწყობა და ცოდნის გაზიარება წარმოადგენს, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში. ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივა, ზუსტად მიესადაგება ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც მოსწავლეების ცოდნას გააღრმავებს და ასევე მათი თვალსაწიერის გაფართოებას შეუწყობს ხელს. ამ პროექტის ფარგლებში, უფროსკლასელები, "ვეფხისტყაოსნის" და მისი ავტორის, საკმაოდ ცნობილი და ბევრჯერ განხილული თემის ირგვლივ ბევრ სიახლეს და არაერთ ალტერნატიულ მოსაზრებას გაეცნობიან ამ თემატიკაზე მომუშავე ცნობილი ადამიანებისგან. ვფიქრობთ, ეს პროექტი, ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, მოსწავლეებს არასტერეოტიპულ და კრიტიკულ აზროვნებასაც მიაჩვევს“ - ნინი ბუკია, ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერი.
„ეს საინტერესო და დროული პროექტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა, გაზუმდა, გაიუთუბდა და ცოცხალმა ურთიერთობებმა ახალი დატვირთვა შეიძინა. მეორე მხრივ, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ლექციები მხოლოდ საუბრისთვის არ ტარდება. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს დღესაც აქვთ შეკითხვები „ვეფხისტყაოსანზე“. რადგან კითხვები აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწარმოები კვლავ ცოცხალი ტექსტია. მოსწავლეებმა არაერთი შეკითხვა დაგვისვეს „ვეფხისტყაოსანზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსთაველი ცოცხალია და მას ლეჩხუმში ახალგაზრდა ადამიანები კითხულობენ. გაოგნებს, ისიც რომ, არათუ წაკითხული, არამედ სიღრმისეულადაც აქვთ ნაფიქრი ამ ნაწარმოებზე. ამიტომაც საჭიროა ასეთი დიალოგები, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენც დავრწმუნდეთ - მხოლოდ ჩვენი აჩემება კი არაა „ვეფხისტყაოსანის“ მოწონება, არამედ, ყველას გვაინტერესებს და შეგვიძლია ვიმეგობროთ, ამ თემაზე ვისაუბროთ და სწორედ "ვეფხისტყაოსნის“ გარშემო გავერთიანდეთ“- რატი ამაღლობელი, პოეტი.
„ეს არის გადასარევი პროექტი, რადგან "ვეფხისტყაოსანი “ არის ნაწარმოები, რომელსაც შეგვიძლია ცხოვრების განმავლობაში მუდმივად დავუბრუნდეთ და ძალიან კარგი იქნება თუკი მასზე არასასკოლო გარემოშიც ვისაუბრებთ. იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიის მინი-გზამკვლევი. მულტიკულტურულობა, სახასიათო შტრიხები, ღირებულებები, ფასეულობები - მეგობრობა, თავგანწირვა, ერთგულება, ჩანს ამ ნაწარმოებში ის, რამაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა, შემოინახა და გადაარჩინა საქართველო. ამ შეხვედრების ფარგლებში შევეცდებით, ავხსნათ და გავიგოთ, სინამდვილეში რა არის მასში ყველაზე გენიალური, რით და როგორ დაასწრო შოთა რუსთაველმა თავისი არაჩვეულებრივი „ვეფხისტყაოსანით“ კაცობრიობას და რამდენად არის თანამედროვე საქართველოსთვის ნაწარმოებში მოყვანილი ღირებულებები, რომლითაც ასე ვამაყობთ, ახლაც აქტუალური. რამდენად შეგვიძლია, რომ მხოლოდ სადღეგრძელოები კი არ ვთქვათ ჩვენი კარგი წინაპრების, არამედ, ყოველთვის გვახსოვდეს და თანამედროვე საქართველოშიც ვითვალისწინებდეთ იმ ღირებულებებს, რომელსაც კაცობრიობამ მიაღწია. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს ღირებულებები დაკარგული გვაქვს და თავიდან ვიხსენებთ. სინამდვილეში, მაგალითად, ახლა რომ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, ეს ძველი ქართული ღირებულებებია და ყველაზე კარგად ეს „ვეფხისტყაოსანში“ ჩანს. ვფიქრობ, ასე, სოფელ-სოფელ სიარული ძალიან კარგი წამოწყებაა და არა მხოლოდ ბარდნალაში, არამედ ყველა სოფელში შეიძლება ასეთი შეხვედრების მოწყობა, ადგილობრივებისთვის რაღაცის თქმა და მათი მოსმენა. ძალიან მაინტერესებს როგორ ხედავენ „ვეფხისტყაოსანს“, როგორ კითხულობენ, როგორ სჯერათ მისი და როგორ უყვართ. რაც მთავარია. თუ ეს სიყვარული იქნება, მერე ყველაფერი ადვილია. ამიტომ, მე მინდა „ვეფხისტყაოსანი“ წავიკითხოთ და რაც მთავარია, გვიყვარდეს“- დათო ტურაშვილი, მწერალი.
"ვეფხისტყაოსნის, სასკოლო პროგრამით სწავლება, მრავალწლიანი ტრადიციაა და ის საფუძვლიანად აზიარებს მოზარდებს რუსთაველის ღრმა და დიად სამყაროს. მეორე მხრივ, ყოველთვის შეიძლება მოსწავლეებისათვის იმაზე მეტის მიწოდება, ვიდრე ეს სასკოლო პროგრამითაა გათვალისწინებული. ვეფხისტყაოსნის ეპოქა, მისი დროის სამყარო, ისტორია, ფილოსოფია, საიდუმლოებანი, უამრავი სააზროვნო ბიძგის მიმცემი შეიძლება იყოს მოზარდებისთვის. მითუმეტეს, როცა მათ, რუსთაველის და მისი პოემის შესახებ, ცნობილი მეცნიერები და შემოქმედები მოუთხრობენ. ჩვენი ინიციატივით და ლიბერთის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტის მიზანი სწორედ ეს არის - ხელი შუწყოს მოზარდებს უფრო მეტი გაიგონ "ვეფხისტყაოსნის“ და მისი ისტორიის შესახებ, იფიქრონ და იმსჯელონ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იშვიათ ცოდნას ფლობენ რუსთველისა და მისი პოემის შესახებ“ - ნატო ზაქარიაძე, ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი.
პროექტი 6 თვის მანძილზე გაგრძელდება და მისი მიმდინარეობისას, ცაგერის ისტორიულ მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი იქნება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ვეფხისტყაოსნის უნიკალური ნაბეჭდი და ხელნაწერი ეგზემპლარები.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები