0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Forbes Woman-მა და თიბისიმ და ქალთა გაძლიერების თემაზე ღონისძიებას „The Power of No” უმასპინძლეს

 

თიბისისთან პარტნიორობით, Forbes Woman Georgia-მ 22 აპრილს სასტუმრო „სტამბაში“ სამიტი „The Power of No” გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიების,  მათ კარიერულ განვითარებაში „არა“-ს როლისა და მათ წინაში არსებული ბარიერების გადალახვის გამოცდილების გაზიარებას. „The Power of No“-ს ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები შეიკრიბა, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდა, ცნებით კატეგორიებად ითარგმნა და ცოდნად იქცა. კონფერენციის ფოკუსი ის სტრუქტურული და კულტურული ბარიერები იყო, რომლებიც ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. სიტყვა „არა” გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მასში გაერთიანებულია ხელისშემშლელი სოციალური კონტექსტი, მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და თვით-დამაკნინებელი აზროვნება.

სამიტი დიალოგის ფორმატში,  მომხსენებლების, მოდერატორისა და აუდიტორიის მხრიდან ურთიერთშემეცნების გზით წარიმარა. სამიტი გახსნა  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა, სპიკერები კი იყვნენ: თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი ცირა კემულარია, „Sciences Po Psia“-ს ლექტორი ეკატერინე ზღულაძე, „ACT Global“-ის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე,    სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე,  „AzerTelecom“-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ნაკაშიძე,  “Tag&Match” დამფუძნებელი ანა აგლაძე, „Munchies by food goddess“-ს დამფუძნებელი ირინე ხუნდაძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებების წარმომადგენელი ანა აბაშიძე, „თეთრი კვადრატი“-ს აღმასრულებელი დირექტორი შორენა დარჩიაშვილი, „აჭარა ჯგუფი“-ს რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიკვილაძე, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“-ს რექტორი ნინო ენუქიძე, თეოლოგი თამარ გრძელიძე, ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე,  „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია,  ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი რუსუდან კემულარია, Cellfie-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე, “Forbes Woman Georgia”-ს კონტრიბუტორი თინათინ მაღრაძე.

ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის) სტრატეგიასთან.  თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიცაა ქალთა გაძლიერება, პროფესიული განვითარება, დასაქმება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...